დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებისტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 წლის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1740 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 30/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.22.027.007.739 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.739
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1740
2005 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამოსაცვლელი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რეგისტრაციის მოწმობა, საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტი ანულირების შემდეგ ახალ პირადობის (ბინადრობის) მოწმობასთან ერთად დაუბრუნდეს მფლობელს. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, რეგისტრაციის მოწმობის, საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ანულირებისათვის აუცილებელია:
ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, რეგისტრაციის მოწმობის ნომრის ამოჭრა და განცხადება-ანკეტაზე დართვა;
ბ) საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის პერფორაცია (გახვრეტა) მთელს სისქეზე, მისი პირველი გვერდიდან ნომრის ამოჭრა და განცხადება-ანკეტაზე დართვა.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები