ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/9/1805
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016910
2/9/1805
29/03/2024
ვებგვერდი, 12/04/2024
000000000.00.000.016910
ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/9/1805

2024 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძესხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ;

ირინე იმერლიშვილიწევრი ;

ხვიჩა კიკილაშვილიწევრი ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი .

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .

საქმის დასახელება : ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226- მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

 I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1805) მომართა ზურაბ საღინაძემ . №1805 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 18 დეკემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2024 წლის 29 მარტს .

2. №1805 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31- , 59- და მე -60 მუხლები , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 31- მუხლი , 311 მუხლი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს , თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108- (დამთავრებული ) და 109- (დამთავრებული ) მუხლებით , 117- მუხლის მე -2, მე -4, მე -6 და მე -8 ნაწილებით , 126- მუხლის მე -2 ნაწილით , 135​1 მუხლით , 143- მუხლის მე -2−მე -4 ნაწილებით , 144- −144​2 მუხლებით , 144​3 მუხლის მე -2 ნაწილით , 146- მუხლის მე -2 ნაწილით , 147- და 149- მუხლებით , 197- მუხლის მე -4 ნაწილით , 198- მუხლის მე -3 ნაწილით , 229- მუხლით “. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიულ შინაარსი , რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 109- მუხლებით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში , გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას . საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით კი , დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება .

5. №1805 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109- მუხლისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში . მოსარჩელე მხარის განმარტებით , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226- მუხლის პირველი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულისთვის . შესაბამისად , ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი არ არის ის შემთხვევა , როდესაც ბრალდებულის მიერ პირთა ნაწილის მიმართ ჩადენილია დასრულებული დანაშაული , ნაწილის მიმართ კი , დანაშაულის მცდელობა ანუ დაუსრულებელი დანაშაული . ამგვარ შემთხვევაში , დანაშაული კვალიფიცირდება არა დასრულებულ დანაშაულად , არამედ მის მცდელობად , რაც გამორიცხავს ბრალდებული პირის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობით სარგებლობის შესაძლებლობას . მოსარჩელის განმარტებით , მის წინააღმდეგ , ბრალდების მხარის მიერ ქმედების ფორმალურად , დაუმთავრებელ დანაშაულად დაკვალიფიცირების შედეგად , მას შეეზღუდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომა .

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 109- მუხლებით გათვალისწინებული დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თითქმის იდენტურია . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი , დასახელებული ორი ტიპის დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით , მხოლოდ ერთადერთ განსხვავებასდაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების აკრძალვას ითვალისწინებს . აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 109- მუხლებით გათვალისწინებული დასრულებული და დაუსრულებელი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები , არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან , რომელთა მიმართ , სადავო ნორმით , დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობა .

7. მოსარჩელე მხარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით , მიუთითებს , რომ არსებითად თანაბარ პირთაგან ნაწილისთვის , ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის დაუსაბუთებელი აკრძალვა , სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით , წარმოადგენს დისკრიმინაციას , რაც , იმავდროულად , იწვევს დისკრიმინირებულ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას .

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226- მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 109- მუხლებით განსაზღვრული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში , გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ხელმისაწვდომობას , არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

9. მოსარჩელე მხარე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე .

 II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ №1805 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო :

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1805 კონსტიტუციური სარჩელი („ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. №1744, №1746, №1760, №1761, №1783 და №1805 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული .

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია .

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

 მანანა კობახიძე

 ირინე იმერლიშვილი

 ხვიჩა კიკილაშვილი

 თეიმურაზ ტუღუში