დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7881 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 08/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016738 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების 44 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45 პუნქტი: „45. საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის ორგანიზაციის სამმართველომ უზრუნველყოს: ა) 2024 წლის პირველ მაისამდე დაბეჭდილი, გაუცემელი გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გადაცემა მომსახურების დეპარტამენტისათვის; ბ) 2024 წლის პირველ მაისამდე ბარათების რეალიზატორ პირებზე გაცემული გზათსარგებლობის საფასურის ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი, ბარათების რეალიზატორ პირებზე გაცემის შემდეგ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდება, ასევე, ამ ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენა.“. 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9): ა.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადებას შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფას, გაცემული ბარათების აღრიცხვასა და რეალიზაციის კონტროლს; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფას; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფას;“; ა.ბ) მე-16 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“. ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12): ბ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ12) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს;“; ბ.ბ) მე-10 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი მაისიდან. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა |
დოკუმენტის კომენტარები