დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №1-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016292 |
|
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს 201 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„201. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს ამ ბრძანების მე-20 პუნქტისგან განსხვავებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომლის მიხედვით დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის როტაციის წესით მივლინებამდე, „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებისა და ნორმატიული ატების შესაბამისად გასაწევი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობრივი მაჩვენებლების შესაბამისად.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები