დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 19/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №145
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხლი 287) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ პროგრამის ფარგლებში „ბაზისური“ და დამატებითი სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი განისაზღვრება 2009 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 21 ივლისის ჩათვლით.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21 . ამ პროგრამის მიზნებისათვის 2009 წლის 21 ივლისს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაში შედის ივლისის თვის ბოლო დღის 24 საათზე.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 27 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები