დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 135 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.024528 |
135
10/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
330090000.10.003.024528
შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ
|
მუხლი 1 |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნები“.
|
მუხლი 2 |
მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არქიტექტურული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
|
მუხლი 3 |
1. დადგენილების მოქმედება ვრცელდება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ახალ მშენებლობებზე.
2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იმ არქიტექტურული პროექტის ცვლილებაზე (კორექტირებაზე), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმდა 2026 წლის 1 დეკემბრამდე. 3. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ობიექტებზე. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები