შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ

შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2026
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.024528
135
10/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
330090000.10.003.024528
შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2024 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნები“.

 

მუხლი 2
მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არქიტექტურული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 3
1. დადგენილების მოქმედება ვრცელდება ამავე დადგენილებით  განსაზღვრულ ახალ მშენებლობებზე.

2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იმ არქიტექტურული პროექტის ცვლილებაზე (კორექტირებაზე), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმდა 2026 წლის 1 დეკემბრამდე.

3. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ობიექტებზე.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე