აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
1-1/138
08/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  მინისტრი

 ა № 1-1/138

2024 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის  19 თებერვლის N01/261, 01/262 და 2024 წლის 4 მარტის №01/377 განცხადებები – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 – კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ლოტი III იწყება ქალაქ ლანჩხუთთან სამხრეთით (პკ 300+00), ჩრდილოეთით მიუყვება სამტრედია-ბათუმის რკინიგზას და სრულდება IV ლოტის დასაწყისთან – ნიგვზიანისა და ხაჯალიის სოფლებთან ახლოს (პკ 420+00). აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, საავტომობილო გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საავტომობილო გზაზე ჰორიზონტალურად მოსახვევი კუთხეების საერთო რაოდენობა 2- ს შეადგენს. აქედან ერთი, R=30.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ლესის სატრანსპორტო კვანძთან, ხოლო მეორე, R=10.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ნიგვზიანის სატრანსპორტო კვანძამდე. გამოყენებული მაღალმაჩვენებლიანი რადიუსები გამორიცხავს გარდამავალი მრუდების საჭიროებას. შესაბამისად, სავალ ნაწილზე განივი ქანობი ყოველთვის 2%-ია გვერდულის მიმართ. პროექტში გათვალისწინებული მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 28.5 მეტრს. ყრილი ქანობი მერყეობს 1:1.5-დან 1:2.0-მდე (V:H), გეოტექნიკური კვლევით გათვალისწინებული ფერდის ქანობების შესაბამისად. მაგისტრალის მშენებლობამდე არ არის გათვალისწინებული ნიადაგის ფენის მოხსნა, რადგან ნიადაგის ფენა სუსტ გრუნტებში მეტი რეზისტენტობით გამოირჩევა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ყრილის ფერდებზე ნიადაგის ფენის მოწყობას, შემდეგ კი მოსწორებას და ბალახის დათესვას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:

1. ოთარ ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001026133) თანასაკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 1994 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.072) ნაწილზე52 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

ლანჩუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 688 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.074) ნაწილზე40 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუნეწერში მდებარე 1928 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.076) ნაწილზე71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯუნეწერში მდებარე 2889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.077) ნაწილზე62 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

2. ლალი ზანგელოვის (პ/ნ: 26001020682), ლამარა ზანგელოვის (პ/ნ: 26001022632), მარიამ ზანგელოვის (პ/ნ: 26001036762), მოსე ზანგელოვისა (პ/ნ: 26001025409) და ნინო ზანგელოვის (პ/ნ: 26001036761) თანასაკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2359 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.443) ნაწილზე62 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვიმბალაურში  მდებარე 1755 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.445) ნაწილზე36 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

3. გიგლა შუბითიძის (პ/ნ: 01010014726), იმედა შაინიძის (პ/ნ: 26001024391), მაყვალა შაინიძის (პ/ნ: №61006037027), ფიქრიე შაინიძის (პ/ნ: №26001024341) და ციური შაინიძის (პ/ნ: 61009023361) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5285 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.151) ნაწილზე106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 1994 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.072) მესაკუთრეები არიან: ოთარ ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001026133).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ოთარ ლიპარტელიანის, დალი ლიპარტელიანის,  ქეთევან ლიპარტელიანის და ციალა ლიპარტელიანის  თანასაკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 1994 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.072) ნაწილი52 კვ.მ მიწის ნაკვეთი.  

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ლანჩუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 688 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.074) მესაკუთრეები არიან: ოთარ ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001026133).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ოთარ ლიპარტელიანის, დალი ლიპარტელიანის, ქეთევან ლიპარტელიანის და ციალა ლიპარტელიანის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 688 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.074) ნაწილი40 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუნეწერში მდებარე 1928 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.076) მესაკუთრეები არიან: ოთარ ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001026133).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ოთარ ლიპარტელიანის, დალი ლიპარტელიანის, ქეთევან ლიპარტელიანის და ციალა ლიპარტელიანის თანასაკუთრებაში არსებული  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუნეწერში მდებარე 1928 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.076) ნაწილი  – 71 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუნეწერში მდებარე 2889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.077) მესაკუთრეები არიან: ოთარ ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანი (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანი (პ/ნ: 26001026133).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ოთარ ლიპარტელიანის, დალი ლიპარტელიანის, ქეთევან ლიპარტელიანის და ციალა ლიპარტელიანის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუნეწერში მდებარე 2889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.077) ნაწილი62 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2359 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.443) მესაკუთრეა  ლალი ზანგელოვი (პ/ნ: 26001020682), ლამარა ზანგელოვი (პ/ნ: 26001022632), მარიამ ზანგელოვი (პ/ნ: 26001036762), მოსე ზანგელოვი (პ/ნ: 26001025409) და ნინო ზანგელოვი (პ/ნ: 26001036761);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ლალი ზანგელოვის, ლამარა ზანგელოვის, მარიამ ზანგელოვის, მოსე ზანგელოვისა და ნინო ზანგელოვის  თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2359 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.443) ნაწილი62 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე 1755 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.445) მესაკუთრეები არიან: ლალი ზანგელოვი (პ/ნ: 26001020682), ლამარა ზანგელოვი (პ/ნ: 26001022632), მარიამ ზანგელოვი (პ/ნ: 26001036762), მოსე ზანგელოვი (პ/ნ: 26001025409) და ნინო ზანგელოვი (პ/ნ: 26001036761);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ლალი ზანგელოვის, ლამარა ზანგელოვის, მარიამ ზანგელოვის, მოსე ზანგელოვისა და ნინო ზანგელოვის, თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში  მდებარე 1755 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.445) ნაწილი36 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5285 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.151) მესაკუთრეები არიან გიგლა შუბითიძე (პ/ნ: 01010014726), იმედა შაინიძე (პ/ნ: 26001024391), მაყვალა შაინიძე (პ/ნ: №61006037027), ფიქრიე შაინიძე (პ/ნ: №26001024341) და ციური შაინიძე (პ/ნ: 61009023361);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  გიგლა შუბითიძის, იმედა შაინიძის, მაყვალა შაინიძის, ფიქრიე შაინიძის, და ციური შაინიძის  თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5285 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.151) ნაწილი – 106 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით„თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 27 მარტის სხდომის   ოქმის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1.  E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 30.0 – კმ 42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1   ოთარ ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001026133) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 1994 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.072) ნაწილზე52 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.2 ოთარ ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001026133) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 688 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.074) ნაწილზე  40 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.3. ოთარ ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001026133) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუნეწერში მდებარე 1928 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.076) ნაწილზე – 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.4. ოთარ ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001006059), დალი ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001066775), ქეთევან ლიპარტელიანის (პ/ნ: 61001068170) და ციალა ლიპარტელიანის (პ/ნ: 26001026133) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუნეწერში მდებარე 2889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.45.077) ნაწილზე – 62 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.5. ლალი ზანგელოვის (პ/ნ: 26001020682), ლამარა ზანგელოვის (პ/ნ: 26001022632), მარიამ ზანგელოვის (პ/ნ: 26001036762), მოსე ზანგელოვისა (პ/ნ: 26001025409) და ნინო ზანგელოვის (პ/ნ: 26001036761) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2359 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.443) ნაწილზე – 62 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.6. ლალი ზანგელოვის (პ/ნ: 26001020682), ლამარა ზანგელოვის (პ/ნ: 26001022632), მარიამ ზანგელოვის (პ/ნ: 26001036762), მოსე ზანგელოვისა (პ/ნ: 26001025409) და ნინო ზანგელოვის (პ/ნ: 26001036761) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში  მდებარე 1755 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.445) ნაწილზე – 36 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.7. გიგლა შუბითიძის (პ/ნ: 01010014726), იმედა შაინიძის (პ/ნ: 26001024391), მაყვალა შაინიძის (პ/ნ: №61006037027), ფიქრიე შაინიძის (პ/ნ: №26001024341) და ციური შაინიძის (პ/ნ: 61009023361) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5285 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.151) ნაწილზე – 106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 მინისტრი                                                                        ლევან დავითაშვილი