აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
1-1/133
04/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  მინისტრი

 ა № 1-1/133

2024 წლის 4 აპირილი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის 1 მარტის 01/364 (სამინისტროში რეგისტრირებულია ნომრით 2610/20 და 21 მარტის №01/364 (სამინისტროში რეგისტრირებულია ნომრით: 3638/20) განცხადებები  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 სენაკი-ფოთი (შემოვლითი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ფოთი-გრიგოლეთის (ლოტი 2, ეტაპი 1) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმებული სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი) ფარგლებში (რატიფიცირებულია „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის №1295-Iს დადგენილებით). პროექტი ხორციელდება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, დასავლეთ საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში და მოიცავს ტერიტორიას ფოთიდან ქობულეთის შემოვლით გზამდე. პროექტის მიზანია 4-ზოლიანი ფოთი-ქობულეთის მაგისტრალის აგება TEM სტანდარტებისა და მაგისტრალებთან დაკავშირებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად. ავტომაგისტრალი დაყოფილია ორ ნაწილად:  გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი (ლოტი 1) და ფოთი-გრიგოლეთის (ლოტი 2) მონაკვეთები. ლოტი 2-ის საწყისი წერტილი მდებარეობს სენაკისკენ მიმავალ E-60 მაგისტრალზე მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე ქ. ფოთის ჩრდილო გარეუბანში, სოფ. პატარა ფოთში. გზა უვლის ფოთს აღმოსავლეთიდან და უკავშირდება გრიგოლეთი – ქობულეთის შემოვლითი გზის (ლოტი 1) საწყის მონაკვეთს მდ. სუფსასთან. ლოტი 2-ში შემავალი მონაკვეთი დაიყო სამ ეტაპად: I ეტაპი მოიცავს E-60 მაგისტრალის დასაწყისიდან მდინარე რიონის მიმართულებით ტერიტორიას, პკ0+000- პკ1+500 პიკეტამდე (მონაკვეთი ასევე მოიცავს სახიდე გადასასვლელს მდ. რიონზე); II ეტაპი მოიცავს მდინარე რიონიდან მდინარე მალთაყვამდე ტერიტორიას (პკ 1+500-პკ 11+000); III ეტაპი მოიცავს მონაკვეთს მდინარე მალთაყვადან ლოტი 1-თან შეერთებამდე (პკ 11+000-20+პკ 741.40). პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, მოქალაქე ირმა ხურცილავას (პ/ნ 42001023281) საკუთრებაში არსებულ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთში მდებარე 2981 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 45.08.21.567) ნაწილის – 64 კვ. მ.  (52 კვ.მ და 12 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 სენაკი – ფოთი (შემოვლითი) – სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ფოთი – გრიგოლეთის (ლოტი 2, ეტაპი 1) მშენებლობის  პროექტი.  

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა ფოთში მდებარე 2981 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 45.08.21.567) მესაკუთრეა ირმა ხურცილავა (პ/ნ 42001023281).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ირმა ხურცილავას  საკუთრებაში არსებული ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა ფოთში მდებარე 2981 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 45.08.21.567) ნაწილი – 64 კვ. მ.  (52 კვ.მ და 12 კვ.მ) მიწის ნაკვეთი.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის  27 მარტის კომისიის სხდომის  ოქმის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 სენაკი-ფოთი (შემოვლითი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ფოთი-გრიგოლეთის (ლოტი 2, ეტაპი 1) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ირმა ხურცილავას (პ/ნ: 42001023281) საკუთრებაში არსებულ ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა ფოთში მდებარე 2981 კვ.მ  არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 45.08.21.567) ნაწილზე – 64 კვ. მ.  (52 კვ.მ და 12 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე. 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

მინისტრი                                                                                                  ლევან დავითაშვილი