არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.024527
134
10/04/2024
ვებგვერდი, 11/04/2024
330090000.10.003.024527
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2024 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2
მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები დამოწმებული უნდა იყოს  სერტიფიცირებული არქიტექტორის/ინჟინერ-მშენებლის მიერ და ამ პროექტებზე ექსპერტიზა უნდა განახორციელოს სერტიფიცირებულმა ექსპერტმა.
მუხლი 3
1. არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების დამოწმების/ექსპერტიზის განხორციელების უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ:

ა) მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB),  საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა (AIIB) და სხვა შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განსახორციელებელი/ დაფინანსებული არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების დამოწმებისთვის/ექსპერტიზისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს,  აღნიშნული ორგანიზაციების არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების დამოწმებისთვის/ექსპერტიზისთვის დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად;

ბ) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შესაბამის უფლებამოსილ პირებს, ამ ქვეყნებში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას ახორციელებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

მუხლი 4
მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა შეამოწმონ სერტიფიცირებულმა სპეციალისტებმა.
მუხლი 5
სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირად უნდა განისაზღვროს სერტიფიცირებული ინჟინერ-მშენებელი.
მუხლი 6
ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში  წარდგენილ იმ არქიტექტურული/კონსტრუქციული პროექტის ცვლილებაზე (კორექტირებაზე), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულია 2025 წლის 1 დეკემბრამდე.
მუხლი 7
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება:

1. V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ობიექტებზე.

2. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

მუხლი 8
1. დადგენილება, გარდა მე-2 − მე-6 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მე-2 − მე-6 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 დეკემბრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესი

მუხლი 1. დადგენილების მოქმედების მიზანი და სფერო

1. „არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირების წესი “ (შემდგომშიწესი ) განსაზღვრავს არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირების წესსა და პირობებს .

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 140- მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებზე .

მუხლი 2. სერტიფიკატი და მისი გამცემი სერტიფიკაციის ორგანო

1. არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსაკრედიტაციის ცენტრის (შემდგომშიაკრედიტაციის ცენტრი ) მიერ აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო (ები ) (შემდგომშიაკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო (ები )).

2. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო გასცემს სერტიფიკატს კანდიდატზე , რომელმაც წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო გამოცდა .

3. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი სერტიფიკატის გაცემის თარიღიდან .

4. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო აწარმოებს და არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ინახავს დოკუმენტაციას ყველა განხორციელებულ სერტიფიკაციის პროცესზე .

5. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს , სულ მცირე , შემდეგ ინფორმაციას :

) სერტიფიკატის მფლობელის სახელს , გვარსა და პირად ნომერს ;

) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელებას ;

) სერტიფიკატის უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს ;

) დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკაციის სქემით შესაბამის სფეროში კომპეტენციის დადგენის თაობაზე ;

) სერტიფიკატის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას .

6. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია აწარმოოს რეესტრი , სადაც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება :

) ინფორმაცია მოქმედი , შეჩერებული , გაუქმებული სერტიფიკატების თაობაზე ;

) სერტიფიკაციის სქემები და სფეროები ;

) თითოეული სერტიფიკაციის სქემის ყველა წინაპირობის ჩამონათვალი .

7. რეესტრი ქვეყნდება აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს ვებგვერდზე .

8. სერტიფიკატის შეჩერების , აღდგენის , რესერტიფიკაციის (ამ მუხლის მე -10 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა ) საფუძვლები და ასევე შეჩერების ვადები განისაზღვრება აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ .

9. რესერტიფიკაციისას გაიცემა ახალი სერტიფიკატი ახალი ვადით , ხოლო ამ მუხლის მე -10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , სერტიფიკატი მოქმედებს დარჩენილი ვადით .

10. შესაბამისი კანონმდებლობის , მათ შორის , სტანდარტების , ტექნიკური მოთხოვნების ისეთი არსებითი ცვლილება , რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სერტიფიცირებული პირების კომპეტენციაზე /ცოდნაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი წესებისა და ნორმების მიმართ , რესერტიფიკაციის საფუძველია .

11. სერტიფიცირების საფასურს განსაზღვრავს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო .

12. აკრედიტებულმა სერტიფიკაციის ორგანომ ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით .

მუხლი 3. ტრენინგცენტრი

1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია , დააარსოს ტრენინგცენტრი და მსურველთათვის ჩაატაროს საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებული ტრენინგები .

2. აკრედიტებულმა სერტიფიკაციის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებისა და სასერტიფიკაციო პროცესის გამიჯვნა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად .

3. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო , რომელიც დააარსებს ტრენინგცენტრს , ვალდებულია უზრუნველყოს , რომ ტრენინგებმა არ მოიცვას სერტიფიკაციის ტესტები .

მუხლი 4. არქიტექტორთა სერტიფიცირების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი და არქიტექტურული პროექტის ექსპერტი ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას .

2. არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი , ამ წესის მიზნისთვის , არის არქიტექტურული პროექტის მთავარი არქიტექტორი , რომელიც უზრუნველყოფს არქიტექტურული პროექტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან .

3. მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში არქიტექტურული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტები ასევე ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას .

4. სერტიფიკატის მისაღებად ამ მუხლის მე -2-მე -3 პუნქტებით განსაზღვრული არქიტექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

) უნდა გააჩნდეს არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი არქიტექტურაში ; და

) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება , მათ შორის , ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტი პრაქტიკა . 3 წელი აითვლება ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის აღებიდან .

5. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინება აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოს , რომელიც ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს .

6. მცდარი ინფორმაციის წარდგენა გამოცდაზე არდაშვების საფუძველია .

7. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში , კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარსადგენად . განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში , კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე .

მუხლი 5. არქიტექტორთა გამოცდა

  1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში , კანდიდატი აბარებს გამოცდას სერტიფიკატის მისაღებად შემდეგი სპეციალიზაციითშენობა -ნაგებობის არქიტექტორი .

  2. გამოცდა არის წერილობითი სახის ამ წესის დანართ №1-ის შესაბამისად და მოიცავს როგორც ტესტირებას , ასევე წარდგენილ პროექტებზე შეცდომების პოვნას .

  3. ტესტირების შედეგით დგინდება კანდიდატის ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა , ასევე არქიტექტურული პროექტებისა და სქემების შედგენის ცოდნა და გადაწყვეტების მიღების უნარ -ჩვევები . ტესტირებისას ჩასაბარებელი მოქმედი ნორმების ჩამონათვალს წინასწარ განსაზღვრავს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო .

 მუხლი 6. არქიტექტურული პროექტის ექსპერტი

1. არქიტექტურული პროექტის ექსპერტი ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას .

2. არქიტექტურული პროექტის ექსპერტის სერტიფიკატის მოსაპოვებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება , მათ შორის , ბოლო 2 წლის განმავლობაში ექსპერტად მუშაობის უწყვეტი პრაქტიკა და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი არქიტექტურაში .

3. არქიტექტურული პროექტის ექსპერტის სერტიფიკატის აღება ხდება ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალიზაციის მიხედვით და კანდიდატი აბარებს გამოცდას ამ წესის მე -5 მუხლის შესაბამისად .

  4. არქიტექტურული პროექტის ექსპერტის სერტიფიკატი პირს აძლევს უფლებამოსილებას , განახორციელოს შენობა -ნაგებობის პროექტირება და ხელი მოაწეროს არქიტექტურულ პროექტზე , როგორც სერტიფიცირებულმა მთავარმა არქიტექტორმა , იმ პირობით , რომ დაცულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულიმშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა -ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობებისმე -3 მუხლის მე -7 პუნქტის მოთხოვნები .

  მუხლი 7. ინჟინერ -მშენებელთა სერტიფიცირების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი ინჟინერ -მშენებელი და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას .

2. კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი , ამ წესის მიზნისთვის , არის კონსტრუქციული პროექტის მთავარი კონსტრუქტორი , რომელიც უზრუნველყოფს კონსტრუქციული პროექტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან .

3. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ -მშენებელი ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას .

4. მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში კონსტრუქციული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტები ასევე ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას .

5. სერტიფიკატის მოსაპოვებლად ამ მუხლის მე -2 − მე -4 პუნქტებით განსაზღვრული ინჟინერ -მშენებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

) უნდა გააჩნდეს არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მშენებლობის ინჟინერიის განხრით ; და

) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება , მათ შორის , ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტი პრაქტიკა . 3 წელი აითვლება ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის აღებიდან .

6. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინება აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოს , რომელიც ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს .

7. მცდარი ინფორმაციის წარდგენა გამოცდაზე არდაშვების საფუძველია .

8. არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში , კანდიდატს ეძლევა ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარსადგენად . ამ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში , კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე .

  მუხლი 8. ინჟინერ -მშენებელთა გამოცდა

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში , ამ წესის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები აბარებენ გამოცდას სერტიფიკატის მისაღებად შემდეგი სპეციალიზაციით :

  ) სამოქალაქო -სამრეწველო მშენებლობის ინჟინერ -მშენებელი ;

  ) საავტომობილო გზებისა და აეროდრომების ინჟინერ -მშენებელი ;

) ხიდებისა და წყალგამტარი მილების მშენებლობის ინჟინერ -მშენებელი ;

) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის ინჟინერ -მშენებელი ;

) რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობის ინჟინერ -მშენებელი ;

) გვირაბების ინჟინერ -მშენებელი .

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში , ამ წესის მე -7 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული პირები , სანებართვო დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით , აბარებენ გამოცდას სერტიფიკატის მისაღებად შემდეგი სპეციალიზაციით :

) სამოქალაქო -სამრეწველო მშენებლობის ინჟინერ -მშენებელი ;

) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის ინჟინერ -მშენებელი ;

) საგზაო /სარკინიგზო /წყალგამტარი მილების /გვირაბების მშენებლობის ინჟინერ -მშენებელი .

3. კანდიდატი არ არის შეზღუდული , რამდენიმე სპეციალიზაციით აიღოს სერტიფიკატი , თითოეულ სფეროში ცალ -ცალკე შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 3-წლიანი გამოცდილების , მათ შორის , ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტი პრაქტიკის დადასტურების , განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში .

4. გამოცდა არის წერილობითი სახის და მოიცავს როგორც ტესტირებას , ასევე წერილობითი დავალების შესრულებას . ამ წესის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინჟინერ -მშენებლების წერილობითი დავალების გზამკვლევი განსაზღვრულია ამ წესის დანართ №2-ით .

5. ამ წესის მე -7 მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული ინჟინერ -მშენებლების წერილობითი დავალების გზამკვლევი განსაზღვრულია ამ წესის დანართ №3-ით . აღნიშნული პირები იღებენ სერტიფიკატს მხოლოდ ნებართვის გაცემის მიზნით , კონსტრუქციული პროექტის შესწავლის განხრით და სერტიფიკატი მათ არ ანიჭებთ უფლებამოსილებას , განახორციელონ კონსტრუქციული პროექტის დამოწმება /ექსპერტიზა ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენად .

6. ამ წესის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი არიან , განახორციელონ კონსტრუქციული პროექტის შესწავლა , ნებართვის გაცემის მიზნით , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იმ სპეციალიზაცი (ებ )ის მიხედვით , რომელშიც მიღებული აქვთ სერტიფიკატი .

7. წერილობით დავალებაზე წარდგენილ პროექტზე კანდიდატმა უნდა იპოვოს შეცდომები .

8. ტესტირების ეტაპზე კანდიდატი ადასტურებს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების ცოდნას , კონსტრუქციული პროექტებისა და სქემების შედგენის ცოდნასა და გადაწყვეტების მიღების უნარ -ჩვევებს . ტესტირებისას ჩასაბარებელი მოქმედი ნორმების ჩამონათვალს წინასწარ განსაზღვრავს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო .

9. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ -მშენებლის გამოცდა (მხოლოდ ტესტირება ) მოიცავს მშენებლობის განხორციელებისა და ორგანიზებისთვის საჭირო ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგლამენტების ცოდნას , მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმებისა და მოთხოვნების ცოდნას . ტესტირებისას ჩასაბარებელი მოქმედი ნორმების ჩამონათვალს წინასწარ განსაზღვრავს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო .

  10. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ -მშენებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარების კრიტერიუმები განისაზღვრება აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ .

  მუხლი 9. კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი

1. კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას .

2. კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის სერტიფიკატის მოსაპოვებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება , მათ შორის , ბოლო 2 წლის განმავლობაში ექსპერტად მუშაობის უწყვეტი პრაქტიკა და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მშენებლობის ინჟინერიის განხრით .

3. კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის სერტიფიკატის მოპოვება ხდება ამ წესის მე -8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალიზაციის მიხედვით და კანდიდატი აბარებს გამოცდას ამ წესის მე -8 მუხლის შესაბამისად .

4. კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის სერტიფიკატი პირს აძლევს უფლებამოსილებას , განახორციელოს შენობა -ნაგებობის პროექტირება და ხელი მოაწეროს კონსტრუქციულ პროექტზე , როგორც სერტიფიცირებულმა მთავარმა კონსტრუქტორმა , იმ პირობით , რომ დაცულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულიმშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა -ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობებისმე -3 მუხლის მე -7 პუნქტის მოთხოვნები .

 მუხლი 10. სერტიფიკატის გაუქმება

1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული პირისთვის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია :

) თუ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის , პირისთვის სერტიფიკატის მინიჭების შემდგომ ცნობილი გახდა ამ პირის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის წარდგენის შესახებ ;

  ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენისერტიფიცირებული პირის პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით ;

) სერტიფიცირებული პირის განცხადება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე ;

) თუ დადასტურდა , რომ პროექტზე ხელი მოაწერა იმ სერტიფიცირებულმა პირმა , რომელიც არ არის პროექტის მთავარი არქიტექტორი /მთავარი კონსტრუქტორი ;

) თუ სერტიფიცირებული პირი ვერ გაივლის რესერტიფიკაციას ;

) სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვა .

2. სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოს .

  3. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში , სერტიფიკატის გაუქმების წესი რეგულირდება ამ წესის მე -11 მუხლის შესაბამისად .

მუხლი 11. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის აკრედიტაციის გაუქმების /შემცირების შემთხვევაში , მის მიერ გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადები

  1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის აკრედიტაციის გაუქმების /შემცირების შემთხვევაში , ამ სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ძალაშია :

  ) აკრედიტაციის გაუქმებიდან /შემცირებიდან 1 წლის განმავლობაში ; ან

  ) არაუმეტეს სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე , თუ სერტიფიკატს მოქმედების ვადა ეწურება ერთ წელზე ნაკლებ ვადაში

  2. თუ სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის გაუქმება გამოწვეული იყო სერტიფიკაციის ორგანოს არაკეთილსინდისიერი ქცევით (მათ შორის , სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობისას გამოვლინდა თაღლითური ქმედება ან /და დადგინდა , რომ ორგანო განზრახ ამზადებს (ამზადებდა ) ცრუ ჩანაწერებს სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ან გაცემული აქვს ყალბი სერტიფიკატი /სერტიფიკატები ), ამ სერტიფიკაციის ორგანოს მიერ არაკეთილსინდისიერად გაცემული ყველა სერტიფიკატი აკრედიტაციის გაუქმების დღიდან ჩაითვლება ბათილად

3. სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია , დაუყოვნებლივ აცნობოს სერტიფიცირებულ პირებს მათთვის აკრედიტაციის გაუქმების /შემცირების თაობაზე .

4. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს სერტიფიცირებულ პირთან დასადებ ხელშეკრულებაში .

მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. 2029 წლის 1 იანვრამდე არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორები , კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი ინჟინერ -მშენებლები , სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინჟინერ -მშენებლები და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მომუშავე სანებართვო დოკუმენტაციის შემსწავლელი სპეციალისტები გამოცდაზე დაიშვებიან , თუ აკმაყოფილებენ ამ წესის მე -4 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტითა და მე -7 მუხლის მე -5 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2029 წლის 1 იანვრამდე .