ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016431
8
05/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
010250050.35.129.016431
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2024 წლის 5 აპრილი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი

ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს შიდა წესი აწესრიგებს ჭითურის  მუნიციპალიტეტის ორგანოების განსახორციელებელი საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობის, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

მუხლი 2. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა
წარმომადგენლობით ხარჯებს განეკუთვნება:

ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის საპატიო მაქალაქეების დაჯილდოებასთან) გაწეული ხარჯები;

ბ) ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის ორგანოების სხდომების, მათ შორის გასვლითი სხდომების გამართვასთან;

გ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის:

გ.ა) საკონსულო მომსახურება (ვიზების გაფორმება, გაგრძელება);

გ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილება (vip დარბაზის მომსახურება);

გ.გ) სატრანსპორტო მომსახურება;

გ.დ) სასტუმრო მომსახურება (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება);

გ.ე) პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯები;

გ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;

გ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები;

გ.თ) გარედან მოწვეული მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურება.


მუხლი 3. დაფინანსების წყარო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ხარჯები დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 4. სახსრების ხარჯვის წესი
1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების შესახებ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოთხოვნა მოხსენებითი ბარათის სახით (რომელიც შეიცავს ინფორმაციას წარმომადგენლობითი ხარჯის მიზნობრიობისა და სტუმართა რაოდენობის შესახებ) წარედგინება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ადმინისტრაციული სამსახური ამზადებს ბრძანებას, რომელიც უნდა მოიცავდეს მოხსენებითი ბარათით განსაზღვრულ ინფორმაციას. ბრძანება გამოცემის შემდეგ წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს შემდგომი რეაგირების მიზნით. საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარმომადგენლობითი ხარჯის მიზნობრიობისა და სტუმართა რაოდენობის შესახებ წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს.

2. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ მზადდება მოხსენებითი ბარათი,  რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, მერის რეზოლუციით, საფინანსო საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ახორციელებს  შესაბამის ღონისძიებებს. საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გაწეული ხარჯების შესახებ, გაწეული ხარჯების ამსახველ დოკუმენტებთან ერთად (მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა) წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს შესაბამისი ღონისძიების გატარებისათვის.

3. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე.

4. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით.