დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016729 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
16
15/04/2024
ვებგვერდი, 16/04/2024
010250050.35.105.016729
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/04/2024 - 04/10/2024)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიიდული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესი. |
| მუხლი 2 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა (მერია, საკრებულო, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ, შპს) წესის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან (ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დანიშნული პირ(ებ)ი, ვისაც ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა) გააფორმონ ხელშეკრულება სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები