„დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 26 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 26 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016072
16
29/03/2024
ვებგვერდი, 08/04/2024
000000000.00.152.016072
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 26 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება  №16

2024 წლის 29 მარტი

ქ. დუშეთი

დუშეთის  მუნიციპალიტეტის  ფასანაურის  ადმინისტრაციული  ერთეულის  დაბა  ფასანაურში  მდებარე  უსახელო  ქუჩის  სახელდების  შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 26 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის   და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექისის“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება  „დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ  დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 26 იანვრის №4 განკარგულებაში. კერძოდ, განკარგულების პირველი პუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დუშეთის მუნიციპალიტეტის  ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა  ფასანაურში მდებარე    მე-3 ქუჩას მიენიჭოს  მე-6  ქუჩის  სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.“.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          კახაბერ ჩიტაური