დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.026.017221 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებით (ვებგვერდი, 19/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.016381) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა;“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი: „ჟ1) სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს თანამშრომელთათვის ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა;“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება.“. 4. „111“ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. საჯარო ინფორმაციის სამმართველოს კომპეტენცია საჯარო ინფორმაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და კვარტალურად შესაბამისი სტატისტიკის მომზადება; გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და მათი შესრულების მონიტორინგი; დ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; ე) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების განხორციელება, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის სფეროში, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) საქართველოს სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაცია და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული ყოველწლიური ანგარიშის შედგენის/წარდგენის/გამოქვეყნების უზრუნველყოფა; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 5. 112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) „113“ მუხლი: „მუხლი 113. პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების კომპეტენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების კომპეტენციაა: ა) სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობისა და რისკების შესწავლა; ბ) პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საუკეთესო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგის ორგანიზება და ჩატარება; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა; ე) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; ბ) ,,114“ მუხლი: ,,მუხლი 114. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების უფროსი არის სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ახორციელებს ამ დებულების 113 მუხლით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები