თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017222
45
05/04/2024
ვებგვერდი, 05/04/2024
120000000.22.026.017222
თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

  ბრძანება №45

2024 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის ძალების 2018 წლის 18 მაისის №42 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა

1. კომპიუტერული ინჟინერია;

2. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა;

3. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;

4. კომპიუტერული ქსელი და სისტემები;

5. ვებტექნოლოგიები;

6. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი;

7. ინფორმაციული ტექნოლოგიები;

8. ინფორმაციული სისტემები;

9. კომპიუტერული მეცნიერება;

10. პროგრამული ინჟინერია;

11.  ინფორმატიკა;

12. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება;

13. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია;

14. გარემოს ინჟინერია;

15.  მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია;

16. მასალათმცოდნეობა;

17. სამთო და გეოინჟინერია;

18. გეოლოგია;

19. ფიზიკა;

20. ქიმიური ინჟინერია და პროცესები;

21. ეპიდემიოლოგია;

22. თერაპია და რეაბილიტაცია;

23. სტომატოლოგია;

24. ფარმაცია;

25. მედიცინა;

26. დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა;

27. კონფლიქტოლოგია;

28. უსაფრთხოების კვლევები;

29. სამხედრო საქმე და თავდაცვა;

30. ევროპისმცოდნეობა;

31. საზოგადოებასთან ურთიერთობა;

32. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთება;

33. სატვირთო ავტოტრანსპორტისა და სპეცდანიშნულების ტექნიკის შეკეთება;

34. მსუბუქი ავტომობილების შეკეთება;

35. ელექტროობა;

36. საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა;

37. აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;

38. ტელეკომუნიკაცია;

39. ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების ინჟინერია;

40.  საექთნო საქმე;

41. სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტექნოლოგიები;

42. ვეტერინარია;

43. აფხაზური ფილოლოგია (აფხაზური როგორც მეორე ენა);

44. რუსული ფილოლოგია;

45. სომხური ფილოლოგია /არმენოლოგია;

46. ლიტერატურა და ლინგვისტიკა;

47. ენები – არაკლასიფიცირებული;

48. კავკასიოლოგია;

49. ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა;

50. სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაციის მართვა (ინტერდისციპლინური);

51. ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ინტერდისციპლინური);

52. ელექტრონული ინჟინერია;

53. ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

54. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია;

55. ელექტროენერგეტიკა;

56. ელექტროტექნიკა და სამრეწველო ელექტრონიკა;

57. საინჟინრო ფიზიკა;

58. ელექტრომექანიკის ინჟინერია;

59. ავტომატიზაცია და მართვის სისტემები;

60. საზომი სისტემები, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ტექნოლოგიები;

61. ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაცია;

62. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;

63. ელექტროინჟინერია;

64. საავიაციო ინჟინერია;

65. საჰაერო ხომალდის ტექნიკური ექსპლუატაცია;

66. შედუღება;

67. საინჟინრო ლოგისტიკა.