„2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

დოკუმენტის ნომერი 25-22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016771
25-22
14/12/2022
ვებგვერდი, 05/04/2024
480610000.03.030.016771
„2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
„2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

No039/22

ქალბატონი ხათუნა თოთლაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნოტების გაცვლა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ლონდონში, 2019 წლის 21 ოქტომბერს შესრულებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

თქვენო აღმატებულებავ, 

მაქვს პატივი დავეყრდნო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ლონდონში, 2019 წლის 21 ოქტომბერს შესრულებულ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას (შეთანხმება), და ბოლო დროს ჩვენს შესაბამის მთავრობებს შორის გამართულ დისკუსიებს შეთანხმების გარკვეულ დებულებებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 

აღნიშნული დისკუსიების შესაბამისად, მაქვს პატივი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის სახელით, შემოგთავაზოთ შეთანხმებაში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

1. შეთანხმების 155(1) მუხლის პირველ წინადადებაში ფრაზის „ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალი“ შემდეგ დაემატოს სქოლიო, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: 

1  წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, მხარეს შეუძლია „სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალად“ მიიჩნიოს გრაფიკული ან პლასტიკური ხელოვნების ნაწარმოები, როგორიცაა სურათები, კოლაჟები, ფერწერული ტილოები, ნახატები, გრავიურები, ესტამპები, ლითოგრაფიული ანაბეჭდები, სკულპტურები, გობელენის ნამუშევრები, კერამიკული ნამუშევრები, მინის ნამუშევრები და ფოტოგრაფიული ნაწარმოებები, რომელიც წარმოადგენს ორიგინალს, ან ავტორის მიერ ან მისი ნებართვით შეზღუდული რაოდენობით დამზადებულ ასლს.“

2. შეთანხმების 136.5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი ტექსტი ახალი 136.6 მუხლის სახით:

„წინამდებარე თავი არ გავრცელდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლინიკური სამედიცინო მომსახურებების შესყიდვაზე. კლინიკური სამედიცინო მომსახურებები მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

(a) ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურებები (CPC 931);

(b) ჯანდაცვის სექტორის ადმინისტრაციული მომსახურებები (CPC 91122); და

(c) მომარაგების მომსახურებები მომვლელთა პერსონალისთვის და მომარაგების მომსახურებები სამედიცინო პერსონალისთვის (CPC 87206 და CPC 87209).

CPC ნიშნავს ძირითადი პროდუქტების კლასიფიკაციას, რომელიც წარმოდგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკის განყოფილების სტატისტიკურ დოკუმენტებში, Series M, N° 77, CPC prov, 1991.“

3. შეთანხმების 136.4 მუხლი ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:

„გაერთიანებული სამეფოს შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოებისა და  შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვასთან მიმართებაში, საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს სრულად გადასახდელი თანხის საფუძველზე.

საქართველოს შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოებისა და  შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვასთან მიმართებაში, საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს სრულად გადასახდელი თანხის საფუძველზე, დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.

XII-A დანართის A ნაწილში მითითებული მონეტარული ზღვრების გამოყენებისას, ორივე მხარემ უნდა მოახდინოს აღნიშნული ღირებულებების კონვერტაცია თავიანთ ეროვნულ ვალუტაში (შემდგომში „ეროვნული ვალუტის ღირებულება“) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმების ფარგლებში პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების (1994)“ (GPA/1)  მე-3 დანართში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებით. თუ მხარე დაიანგარიშებს საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებას დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე, იგივე შემცირება გამოყენებულ უნდა იქნას ეროვნული ვალუტის ღირებულებაში XII-A დანართის A ნაწილში მითითებული მონეტარული ზღვრების კონვერტაციისას.

ეროვნული ვალუტის ღირებულებები გადაისინჯება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 2022 წლის 1 იანვრიდან. თითოეული მხარე მეორე მხარეს აცნობებს ეროვნული ვალუტის იმ გადასინჯული ღირებულებების შესახებ, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას თითოეული ორწლიანი პერიოდისთვის, აღნიშნული პერიოდის დაწყებამდე.

XII-A დანართის B ნაწილში მითითებული მონეტარული ზღვრების გამოყენებისას, საქართველომ უნდა მოახდინოს აღნიშნული ღირებულებების გაანგარიშება და კონვერტაცია თავის ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის გამოყენებით.“

4. შეთანხმების XII-A დანართი ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:

დანართი XII-A

დანართი XII-A მე-8 თავის

მონეტარული ზღვრები

(მუხლი 136.4)

136.4 მუხლში მითითებული მონეტარული ზღვრები გათვალისწინებულია ორივე მხარისთვის:

ნაწილი A

(a) SDR 130 000 - ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ დადებული საქონლის მიწოდების და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებისთვის და ამავე ორგანოების მიერ კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისთვის;

(b) SDR 200 000 - იმ საქონლის მიწოდებისა და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებისათვის, რომლებსაც არ ფარავს „a“ ქვეპუნქტი;

(c) SDR 5 000 000 - საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებების შემთხვევაში;

(d) SDR 5 000 000 - კომუნალური მომსახურების სექტორში სამუშაოების ხელშეკრულებების შემთხვევაში;

(e) SDR 5 000 000 - კონცესიების შემთხვევაში;

(f)  SDR 400 000 - კომუნალური მომსახურების სექტორში საქონლის მიწოდებისა და მომსახურების ხელშეკრულებების შემთხვევაში.

ნაწილი B

(g) GBP 665 000 - სოციალური და სხვა სპეციფიური დანიშნულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საჯარო ხელშეკრულებების შემთხვევაში;

(h)  GBP 885 000 - კომუნალური მომსახურების სექტორში სოციალური და სხვა სპეციფიური დანიშნულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საჯარო ხელშეკრულებების შემთხვევაში.“

თუ ზემოაღნიშნული წინადადებები მისაღებია საქართველოს მთავრობისთვის, გთავაზობთ, რომ წინამდებარე ნოტა და თქვენი პასუხი ჩაითვალოს აღნიშნულ საკითხზე ჩვენს ორ მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებად, რომლის ძალაში შესვლის თარიღიც მხარეთა მიერ განისაზღვრება ნოტების გაცვლის შემდგომ დოკუმენტში, რომელიც დაადასტურებს მათი შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა.

ბრიტანეთის საელჩო

თბილისი

2022 წლის 2 დეკემბერი

საპასუხო ნოტა (საქართველო)

თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი დავადასტურო 2022 წლის 2 დეკემბრით დათარიღებული თქვენი №039/22 ნოტის მიღება, რომელიც შეეხება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ლონდონში, 2019 წლის 21 ოქტომბერს შესრულებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას („შეთანხმება“), რომელიც ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

„მაქვს პატივი დავეყრდნო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ლონდონში, 2019 წლის 21 ოქტომბერს შესრულებულ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას (შეთანხმება), და ბოლო დროს ჩვენს შესაბამის მთავრობებს შორის გამართულ დისკუსიებს შეთანხმების გარკვეულ დებულებებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 

ბატონი მარკ კლეიტონი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში

აღნიშნული დისკუსიების შესაბამისად, მაქვს პატივი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის სახელით, შემოგთავაზოთ შეთანხმებაში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

1. შეთანხმების 155(1)-ე მუხლის პირველ წინადადებაში ფრაზის „ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალი“ შემდეგ დაემატოს სქოლიო, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: 

1  წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, მხარეს შეუძლია „სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალად“ მიიჩნიოს გრაფიკული ან პლასტიკური ხელოვნების ნაწარმოები, როგორიცაა სურათები, კოლაჟები, ფერწერული ტილოები, ნახატები, გრავიურები, ესტამპები, ლითოგრაფიული ანაბეჭდები, სკულპტურები, გობელენის ნამუშევრები, კერამიკული ნამუშევრები, მინის ნამუშევრები და ფოტოგრაფიული ნაწარმოებები, რომელიც წარმოადგენს ორიგინალს, ან ავტორის მიერ ან მისი ნებართვით შეზღუდული რაოდენობით დამზადებულ ასლს.“

2. შეთანხმების 136.5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი ტექსტი ახალი 136.6 მუხლის სახით:

„წინამდებარე თავი არ გავრცელდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლინიკური სამედიცინო მომსახურებების შესყიდვაზე. კლინიკური სამედიცინო მომსახურებები მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

(a) ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურებები (CPC 931);

(b) ჯანდაცვის სექტორის ადმინისტრაციული მომსახურებები (CPC 91122); და

(c) მომარაგების მომსახურებები მომვლელთა პერსონალისთვის და მომარაგების მომსახურებები სამედიცინო პერსონალისთვის (CPC 87206 და CPC 87209).

CPC ნიშნავს ძირითადი პროდუქტების კლასიფიკაციას, რომელიც წარმოდგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკის განყოფილების სტატისტიკურ დოკუმენტებში, Series M, N° 77, CPC prov, 1991.“

3. შეთანხმების 136.4 მუხლი ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:

„გაერთიანებული სამეფოს შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოებისა და  შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვასთან მიმართებაში, საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს სრულად გადასახდელი თანხის საფუძველზე.

საქართველოს შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოებისა და  შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვასთან მიმართებაში, საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს სრულად გადასახდელი თანხის საფუძველზე, დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.

XII-A დანართის A ნაწილში მითითებული მონეტარული ზღვრების გამოყენებისას, ორივე მხარემ უნდა მოახდინოს აღნიშნული ღირებულებების კონვერტაცია თავიანთ ეროვნულ ვალუტაში (შემდგომში „ეროვნული ვალუტის ღირებულება“) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმების ფარგლებში პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების (1994)“ (GPA/1)  მე-3 დანართში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებით. თუ მხარე დაიანგარიშებს საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებას დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე, იგივე შემცირება გამოყენებულ უნდა იქნას ეროვნული ვალუტის ღირებულებაში XII-A დანართის A ნაწილში მითითებული მონეტარული ზღვრების კონვერტაციისას.

ეროვნული ვალუტის ღირებულებები გადაისინჯება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 2022 წლის 1 იანვრიდან. თითოეული მხარე მეორე მხარეს აცნობებს ეროვნული ვალუტის იმ გადასინჯული ღირებულებების შესახებ, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას თითოეული ორწლიანი პერიოდისთვის, აღნიშნული პერიოდის დაწყებამდე.

XII-A დანართის B ნაწილში მითითებული მონეტარული ზღვრების გამოყენებისას, საქართველომ უნდა მოახდინოს აღნიშნული ღირებულებების გაანგარიშება და კონვერტაცია თავის ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის გამოყენებით."

4. შეთანხმების XII-A დანართი ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:

დანართი XII-A

დანართი XII-A მე-8 თავის

მონეტარული ზღვრები

(მუხლი 136.4)

136.4 მუხლში მითითებული მონეტარული ზღვრები გათვალისწინებულია ორივე მხარისთვის:

ნაწილი A

(g) SDR 130 000 - ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ დადებული საქონლის მიწოდების და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებისთვის და ამავე ორგანოების მიერ კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისთვის;

(h)  SDR 200 000 - იმ საქონლის მიწოდებისა და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებისათვის, რომლებსაც არ ფარავს „a“ ქვეპუნქტი;

(i) SDR 5 000 000 - საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებების შემთხვევაში;

(j)  SDR 5 000 000 - კომუნალური მომსახურების სექტორში სამუშაოების ხელშეკრულებების შემთხვევაში;

(k)  SDR 5 000 000 - კონცესიების შემთხვევაში;

(l) SDR 400 000 - კომუნალური მომსახურების სექტორში საქონლის მიწოდებისა და მომსახურების ხელშეკრულებების შემთხვევაში.

ნაწილი B

(i) GBP 665 000 - სოციალური და სხვა სპეციფიური დანიშნულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საჯარო ხელშეკრულებების შემთხვევაში;

(j) GBP 885 000 - კომუნალური მომსახურების სექტორში სოციალური და სხვა სპეციფიური დანიშნულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საჯარო ხელშეკრულებების შემთხვევაში.“

თუ ზემოაღნიშნული წინადადებები მისაღებია საქართველოს მთავრობისთვის, გთავაზობთ, რომ წინამდებარე ნოტა და თქვენი პასუხი ჩაითვალოს აღნიშნულ საკითხზე ჩვენს ორ მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებად, რომლის ძალაში შესვლის თარიღიც მხარეთა მიერ განისაზღვრება ნოტების გაცვლის შემდგომ დოკუმენტში, რომელიც დაადასტურებს მათი შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა.“

მაქვს პატივი დავადასტურო, რომ ზემოაღნიშნული წინადადებები მისაღებია საქართველოს მთავრობისთვის და რომ თქვენი ნოტა და წინამდებარე პასუხი ერთობლივად წარმოადგენს აღნიშნულ საკითხზე ჩვენს ორ მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ძალაში შესვლის თარიღიც მხარეთა მიერ განისაზღვრება ნოტების გაცვლის შემდგომ დოკუმენტში, რომელიც დაადასტურებს მათი შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა.

2022 წლის 14 დეკემბერი, თბილისი