საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018505
87/ნ
11/04/2024
ვებგვერდი, 12/04/2024
430210000.22.022.018505
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №87/ნ

2024 წლის 11 აპრილი

ქ.თბილისი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

 


„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი



დანართი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1.  სტანდარტის მოქმედების სფერო, მიზანი და გამოყენების არეალი

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ  კოლეჯი) დირექტორის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს კოლეჯის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) როლს, პროფესიულ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, ასევე, დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლებს.

2. სტანდარტის მიზანია კოლეჯის მართვის ხარისხის განვითარება.

3.   სტანდარტის ფუნქციაა დირექტორების მხარდაჭერა:   

ა) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად;

ბ) პროფესიულ სტუდენტთა სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

გ) კოლეჯის პერსონალისა და რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად;

დ) კოლეჯში უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად და მაღალი ორგანიზაციული კულტურის გასავითარებლად;

ე) დირექტორების თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

4. სტანდარტი აზუსტებს სამართლებრივ ჩარჩოს დირექტორის საქმიანობისთვის და ქმნის სამართლებრივ საფუძველს პროფესიული განვითარების რეგულირებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით:

ა)  მართვის კულტურის განვითარება;

ბ) დირექტორის შერჩევა/დანიშვნა;

გ) დირექტორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა;

დ) დირექტორის პროფესიული განვითარება;

ე) დირექტორის საქმიანობის შეფასება.

მუხლი 2.  ძირითადი პრინციპები         

1. სტანდარტის შექმნის საფუძველია „პროფესიული განათლების შესახებ”  საქართველოს კანონი.

2. სტანდარტი ეფუძნება კოლეჯის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის, კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

ა) გაზიარებული ლიდერობა – გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას კოლეჯის განვითარების პროცესში;

ბ) სისტემური ლიდერობა – გულისხმობს მართვის ისეთი კულტურის დანერგვას, რომელიც ეფუძნება კოლეჯებს, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების სისტემის მონაწილეებს (შემდგომ – პროფესიული განათლების საზოგადოება) შორის ეფექტურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშო­რისო დონეზე.

თავი II

კოლეჯში დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები

მუხლი 3. დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები

1. მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც  ლიდერის, უმთავრესი მიზანია პროცესების ეფექტიანად წარმართვა პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის.

2. დირექტორი, კერძო სექტორსა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნ­ველ­­ყოფს: 

ა) პროფესიულ სტუდენტთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;

ბ) პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას;

გ) პროფესიული განათლების, როგორც საზოგადოებისთვის შესაძლებლობების რეალიზების, მხარ­დამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.

3.  დირექტორის პროფესიული მოვალეობები კოლეჯში მოიცავს:

ა)  კოლეჯის მისიის ხედვისა და ღირებულებების შექმნის პროცესის მართვას;

ბ)  სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შემუშავების პროცესის მართვას;

გ)  სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების დანერგვის კოორდინაციას;

დ) პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას;

ე)  პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობას;

ვ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას;

ზ) კოლეჯის ორგანიზაციული მოწყობის, პერსონალის მართვისა და თვითგანვითარების უზრუნველყოფას;

თ) კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მართვა-განვითარების უზრუნველყოფას;

ი) კოლეჯის ძირითადი და დამხმარე პროცესების დიგიტალიზაციის უზრუნველყოფას;

კ)  პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების პოზიტიური ინფორმირების უზრუნველყოფას;

ლ) კოლეჯის ფუნქციონირების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას;

მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის წარმატებული ინტეგრირების უზრუნველყოფას.

4. კოლეჯის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს,  პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტს, კოლეჯის სპეციფიკას, კოლეჯის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, მოქმედ რეგულაციებსა და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრინციპებს. 

თავი III

დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლები

მუხლი 4. ლიდერობის კომპონენტები

დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს:

ა) პირველი კომპონენტი. დირექტორი, როგორც  ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის:

ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს პროფესიული განათლების  საზოგადოებისთვის;

ა.ბ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;

ა.გ) მისიით განსაზღვრული გაზიარებული ღირებულებების ერთგულებით;

ბ) მე-2 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც პროფესიული განათლების საზოგადოებასთან ერთად ავითარებს ორგანიზაციულ კულტურას:

ბ.ა) ხელს უწყობს კოლეჯის განვითარებას, გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით;

ბ.ბ) ხელს უწყობს კოლეჯის უნიკალური ორგანიზაციული კულტურის განვითარებას;

ბ.გ) ხელს უწყობს თანამშრომლობის, პარტნიორობის და კავშირების მდგრადი სისტემის განვითარებას;

გ) მე-3 კომპონენტი. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი:

გ.ა) ხელს უწყობს კოლეჯში პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების მიდგომების დანერგვას;

გ.ბ) ფოკუსირებულია პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე;

გ.გ) ხელს უწყობს სასწავლო პროცესში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინოვაციური მიდგომების და სამეწარმეო მართვის კულტურის დანერგვას;

გ.დ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვას;

დ) მე-4 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს:

დ.ა) ნერგავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და  მიკუთვნებულობის განცდის კულტურას;

დ.ბ) უზრუნველყოფს კოლეჯის ბაზაზე როგორც ინდივიდების განვითარებას;

დ.გ) ხელს უწყობს კოლეჯის ბაზაზე პერსონალის პროფესიული განვითარების დივერსიფი­ცი­რებული შესაძლებლობების დანერგვას და პროფესიული განათლების მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერებას;

ე) მე-5 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი:

ე.ა) უზრუნველყოფს კოლეჯის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას;

ე.ბ) უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯის მიზნების მისაღწევად;

ე.გ) იყენებს და განავითარებს ინსტიტუციური თვითშეფასებისა და ანგარიშვალდებულების სისტემას; 

ე.დ) სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ქმნის თანამშრომლობით გარემოს პროფესიულ სტუდენტთა  პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის;

ე.ე) ქმნის პროფესიული ორიენტაციის, კარიერული დაგეგმვისა და განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას.

თავი IV

დირექტორის კომპეტენციები  

მუხლი 5. დირექტორის კომპეტენციები

1. მოცემულ სტანდარტში დირექტორის კომპეტენციები აღწერილია ცოდნით/გაცნობიერებით, უნარებითა და პიროვნული/პროფესიული ღირებულებებით კოლეჯში მისი საქმიანობის ექვსი ძირითადი ურთიერთ­დაკავ­შირებული მიმართულების შესაბამისად:

ა) კოლეჯის მისიის ფორმირება და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა;

ბ) კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) პროფესიული  სტუდენტების  მხარდაჭერა;

დ) ადამიანური რესურსების მართვა;

ე) მატერიალური,  საინფორმაციო  და  ფინანსური  რესურსების მართვა;

ვ) ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორობის ხელშეწყობა.

2.  დირექტორი ფლობს კოლეჯში თავისი პროფესიული მოვალეობების შესაბამის ცოდნასა და უნარებს:

პროფესიული მოვალეობები

ცოდნა/გაცნობიერება

უნარები

1.  კოლეჯის მისიის ფორმირება და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა

1.1 კოლეჯის მისიის ხედვისა და ღირებულებების შექმნის პროცესის მართვა

  • იცნობს პროფესიული განათლების ეროვნულ მიზნებს;
  • იცნობს რეგიონის, თემის, შრომის ბაზრის სპეციფი­კას, დარგის/დარგების ადგილობრივ და საერთა­შორისო ტენდენციებს;
  • აცნობიერებს მისიის, ხედვისა და ღირებულე­ბე­ბის მნიშვნელობას კოლეჯის საქმიანობაში.
  • შეუძლია მისიის, ხედვისა და ღირებულე­ბე­ბის ჩამოყალიბება პროფესიული განათლების ეროვნული მიზნებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით;
  • შეუძლია გუნდის ფორმირება და მისი მართვა;
  • შეუძლია მისიის მნიშვნელობის გაზიარება.

1.2 სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შემუშავების პროცესის მართვა

  • იცნობს სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის მეთოდებსა და მიდგომებს.
  • შეუძლია სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკული გამოყენება.

1.3 სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების დანერგვის კოორდინაცია

  • აცნობიერებს მონიტორინ­გისა და შეფასების მნიშ­ვნე­ლობას კოლეჯის მართვის პროცესში;
  • აცნობიერებს გაზიარებული ლიდერობის მნიშვნელობას კოლეჯის მიზნების მიღწევის პროცესში.
  • შეუძლია მტკიცებულებებზე დაფუძ­ნე­ბული გადაწყვეტი­ლე­ბის მიღება;
  • ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს ითვალის­წინებს წინარე გამოცდილება­სა და მონაცემებს;
  • შეუძლია ამოცანების რაციონალურად განაწილება და დელეგირება.

     2.  კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება

2.1 პროგრამის განხორ­ციელების მიზან­შეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

  • იცის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების სპეციფიკა და განხორციელების ფორმები;
  • აცნობიერებს პროგრამის მნიშვნელობას ინდივიდის პიროვნული და პროფესი­ული განვითარებისთვის.

 

  • შეუძლია მონაცემთა შეჯერება, ანალიზი და დასკვნების გაკეთება. მათ შორის  შეუძლია შრომის ბაზრის კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;
  • შეუძლია პროგრამის განხორ­ციელებასთან დაკავში­რებული მატერიალური (მათ შორის სასწავლო), ადამიანური და ფინანსური რესურსების შეფასება;
  • შეუძლია პროგრამის განხორციელებით დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და მოლაპარაკება.

2.2 პროგრამის ეფექტიანი განხორციელების და მისი განვითარების ხელშეწყობა

 

  • იცნობს პროგრამის განხორ­ციელების სპეციფიკას;
  • იცის სასწავლო პროცესის შეფასების და მონიტორინგის პრინციპები;
  • აცნობიერებს შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების მნიშვნელობას პროგრამის წარმატებით განხორციე­ლე­ბისა და შემდგომი განვითარებისთვის;
  • აცნობიერებს დარგისა და სასწავლო ინოვაციების განვითარების მნიშვნელობას;
  • იცნობს პროფესიული სტუდენტის სწავლებისა და შეფასების პრინციპებს (მათ შორის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) და შესაბამის პროცედურებს.
  • შეუძლია პროგრამის შეუფერხებელი და ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა, მათ შორის ელ. რესურსების და პლატფორმების;
  • შეუძლია რესურსების ოპტიმი­ზაცია და  საჭიროე­ბებზე მოქნილად რეაგირება;
  • შეუძლია მონიტორინგისა და შეფასების შედეგების გამოყენება პროგრამის განვითარებისთვის;
  • შეუძლია პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულ მხარეებთან (მათ შორის კერძო სექტორთან) ეფექტიანი კომუნიკაციის მექანიზმის შექმნა, დამსაქმებლების მოძიება და მათი ჩართულო­ბის უზრუნველყოფა პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების პროცესში;
  • შეუძლია სწავლა-სწავლებისთვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გარემოსა და შესაძლებლობების შექმნა.

  3.  პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა

3.1 პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

  • იცნობს პროფესიული სტუდენტის უფლებებსა და გარანტიებს, მათ შორის არასრულწლოვანთა სპეციფიკას;
  • იცნობს ინკლუზიური განათლების პრინციპებს;
  • აცნობიერებს კოლეჯის როლს პროფესიული სტუდენტის პროფესიული და პიროვნული განვითა­რებისთვის, ასევე – დასაქმების მიმართულებით;
  • აცნობიერებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორ­მალური განათ­ლების შესაძლებ­ლო­ბებს პროფესიული განათლების მიღწევისათვის;
  • იცნობს კარიერის დაგეგმვისა და მართვის პრინციპებს.

 

  • შეუძლია შექმნას პროფესიული სტუდენტების უფლებებისა და კანონიერი დაცვის მექანიზმები, მათ შორის პროგრამის განმახორცილებელ პარტნიორებთან;
  • ქმნის პროფესიული სტუდენტების ინდივიდუალური და ჯგუფური თვითგამოხატვისა და სტუდენტური თვითმმართველობების მასტიმულირებელ გარემოს;
  • შეუძლია პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა;
  • შეუძლია კეთილგანწყობილი  გარემოს და ფსიქო-სოციალური სერვისების უზრუნველყოფა;
  • ქმნის კურიკულუმის მიღმა აქტივობებისა და პროფესიულ სტუდენტთა განვითარებისთვის მხარდა­ჭერის ეფექტურ სისტემას;
  • ქმნის კარიერული მხარდაჭერის სერვისებს.

 

4. ადამიანური რესურსების მართვა

4.1 კოლეჯის ორგანიზაციული მოწყობის, პერსონალის მართვისა და თვითგანვითარების უზრუნველყოფა

  • იცნობს ორგანიზაციული მოწყობის ძირითად პრინციპებს;
  • აცნობიერებს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებობის მნიშვნელობას;
  • იცნობს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და ძირითად პრინციპებს;
  • იცნობს პერსონალის შეფასებისა და პროფესიუ­ლი განვითარების სისტემებს;
  • აცნობიერებს  კოლეჯში შესაძლო კონფლიქტების არსებობას.
  • შეუძლია კოლეჯის სპეციფიკისა და მიზნების შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა;
  • შეუძლია კოლეჯის ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიზნით;
  • კოლეჯის პროცესების მართვის მოდელი ეფუძნება პროცესების შეფასებისა და უწყვეტი განვითარების პრინციპებს;
  • უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრე­ბის მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობის და გამჭვირვა­ლობის პრინციპების დაცვით;
  • უზრუნველყოფს დასაქმებულ პირთა საქმიანობის ობიექტურ შეფასებას და მათი პროფესი­უ­ლი განვითარების ხელ­შეწყო­ბას იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და ორგანი­ზაციული განვითარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ხელს უწყობს კოლეჯის მართვისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება გუნდურობის  პრინციპებს;
  • შეუძლია კონფლიქტური სიტუაციების ობიექტურად მართვა;
  • შეუძლია საკუთარი პროფესი­ული განვითარების საჭირო­ე­ბე­ბის იდენტიფი­ცი­რება და თვითგანვითარების შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა;
  • უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტე­ბისა და პერსონალის პერსო­ნალური მონაცემების დაცვას კანონმდებლობის შესაბამისად.

5.   მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების მართვა

5.1 კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მართვა-განვითარების უზრუნველყოფა

  • იცის კოლეჯის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და მატერიალური რესურსების განკარგვის  პრინციპები;
  • იცნობს შრომის უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, საგანგებო სიტუაციების მართვისა  და გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების ძირითად პრინციპებს.
  • უზრუნველყოფს კოლეჯის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასა და მდგრად განვითარებას, განახლებადი რესურსების გამოყენებას;
  •  უზრუნველყოფს კოლეჯში ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს შექმნას;
  • უზრუნველყოფს კოლეჯის პროფესიული  სტუდენტებისა და პერსონალისათვის სამუშაო პირობებისა და საგანმანათ­ლებ­ლო დამატებითი რესურსების ხელმისაწვდო­მობას ადაპტირებული გარემოს შექმნის გზით;
  • უზრუნველყოფს კოლეჯში საჭირო საგანმანათლებლო რესურსების მობილიზებას და მიზნობრივ განკარგვას.

5.2 კოლეჯის ძირითადი და დამხმარე პროცესების დიგიტალიზაციის უზრუნველყოფა

  • იცის ელექტრონული სისტემების ადმინისტრირების პრინციპები.
  • ხელს უწყობს ელექტრონული სისტემების გამოყენებას  კოლეჯის ადმინისტრირების პროცესებში.

5.3 პროფე­სიული განათლების შესაძლებლობებისა და კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების პოზიტიური ინფორმირების უზრუნველყოფა

  • იცის ინფორმაციის გავრცელების არხებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ.
  • შეუძლია გასავრცელებელი ინფორმაციის ანალიზი და შესაძლო უკუკავშირის პროგნოზირება, საკომუნიკაციო არხების რელევანტურობისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრა.

5.4 კოლეჯის ფუნქციონირების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა

  • იცნობს ფინანსური ნაკადების მართვის, ბიუჯეტირების, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითად პრინციპებს;
  • იცის კოლეჯის დაფინანსების ალტერნატიული დივერსიფიცირებული წყაროების შესახებ (დონორები, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, გრანტები, კერძო სექტორი).
  • ზედამხედველობს კოლეჯის ბიუჯეტის სწორად ფორმირების პროცესს მისი მდგრადი ფუნქციონირების, მიზნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.

6. ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორობის ხელშეწყობა

6.1 ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის წარმატებული ინტეგრირების უზრუნველყოფა

 

  • აცნობიერებს პარტნიორობისა და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას კოლეჯის განვითარებისთვის;
  • იცნობს პარტნიორობისა და ინტერნაციონალიზა­ცი­ის შესაძლებლობებს და მოდელებს.
  • შეუძლია უზრუნველყოს კოლეჯის გაწევრიანება/ პარტნიორობის ჩამოყალიბება სხვადასხვა ქსელსა და დარგობრივ ორგანიზაციაში;
  • ხელს უწყობს კოლეჯის პოზიტიურ პოზიციონ­ირე­ბას სხვადასხვა პლატფორმაზე (კონკურსები, ფორუმები);
  • ხელს უწყობს არსებულ პროექ­ტებში ჩართულობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას;
  • ხელს უწყობს პერსონალის თანამშრომლობასა და პარტნიორობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
  • შეუძლია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების ინტერნაციონა­ლი­ზაციას, მათ შორის ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების გზით.

 

3. დირექტორის კომპეტენციების მნიშვნელოვანი შემადგენელია მისი მახასიათებელი პიროვნული და პროფესიული თვისებები და ღირებულებები, რომელთაც უნდა ეფუძნებოდეს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული ქმედებები.

            პიროვნული

                  პროფესიული

  • კეთილსინდისიერება
  • ეთიკურობა
  • ღიაობა
  • მოქნილობა
  • სამართლიანობა
  • ემპათია
  • მიმღებლობა
  • ტოლერანტობა
  • ადამიანის უფლებების დაცვა
  • კულტურული მგრძნობელობა
  • კრეატიულობა
  • თანმიმდევრულობა
  • საგანმანათლებლო ლიდერობა
  • პროაქტიულობა
  • ანგარიშვალდებულება
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • ავტონომიურობა
  • გუნდურობა, თანამონაწილეობა
  • პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებულობა
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინოვაციასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • სიახლეების მიმართ ღიაობა
  • პროფესიული ღირებულებებისადმი სხვათა დამოკიდებულებების დაფასება
  • მდგრადობა
  • მეწარმეობა
  • მწვანე უნარები