„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.017459
31
12/04/2024
ვებგვერდი, 15/04/2024
020080160.22.034.017459
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №31

2024 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე მუხლი:

მუხლი 21

1. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების ოქმი (დანართი №30) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის ან არარსებობის, მის ჩადენაში პირის ბრალეულობის და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დადგენის მიზნით ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში.

2. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების ოქმი ივსება მატერიალური სახით და დაერთვის იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერება და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირება.

3. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან/ტერიტორიული ორგანოდან გამოითხოვოს ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების ოქმის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი.

4. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების ოქმს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.

5. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მესაკუთრე/მფლობელი ფიზიკური პირის შემთხვევაში − მისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაზე დამსწრე პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ვიდეოჩანაწერის დათვალიერება და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირება; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების  საფუძველი; ვიდეოჩანაწერის დაფიქსირებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალება; ვიდეოჩანაწერის დაწყებისა და დასრულების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); სავარაუდო სამართალდარღვევის მოკლე აღწერა (მონაწილე პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითების გარეშე); სავარაუდო სამართალდარღვევის ადგილისა და ობიექტის აღწერა (სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი და სხვა); შენიშვნა; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაზე დამსწრე პირის ხელმოწერა, ხელმოწერაზე უარი; ინფორმაცია ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების ოქმის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან/ტერიტორიული ორგანოდან გამოთხოვის შესახებ.“.

2. №29 დანართის შემდეგ დაემატოს №30 დანართი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური