ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.144.016004
27
29/03/2024
ვებგვერდი, 04/04/2024
000000000.00.144.016004
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №27

2024 წლის 29 მარტი

ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვალს №4733 წერილით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაუმისამართებელი ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე. ინიციატივას თან ერთვის არაბული ციფრების გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) შემოთავაზებული სახელწოდებების ტექსტური და სოფლების მიხედვით გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკები. სოფლების განაშენიანებული ტერიტორიებისთვის ქუჩათა ქსელის პროექტი შექმნილია ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის მეთოდით.

საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად: „სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში“.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) დაუმისამართებელი სოფლების დამისამართების პროექტს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის აუცილებელ ამოცანას და მისი ძირითადი სამუშაოები უნდა დასრულდეს.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განხორციელდეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართ 1-ის შესაბამისად.

2. სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის №4733 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების დანართ 2-ის შესაბამისად.

3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

7. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ჯუმბერ შუბითიძე

 

 

დანართი 1

 

ადმინისტრაციული ერთეული

დასახლების სტატუსი

დასახლების დასახელება

გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება (სახელობით ბრუნვაში)

გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება (ნათესაობით ბრუნვაში)

შენიშვნა

1

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: 21-ე

21-ე ქუჩის

 

2

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: 22-ე

22-ე ქუჩის

 

3

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: 23-ე

23-ე ქუჩის

 

4

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: 24-ე

24-ე ქუჩის

 

5

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: 25-ე

25-ე ქუჩის

 

6

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: მე-18

მე-18 ქუჩის

 

7

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: მე-19

მე-19 ქუჩის

 

8

ახალსოფელი

სოფელი

ახალსოფელი

ქუჩა: მე-20

მე-20 ქუჩის