„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017220
43
05/04/2024
ვებგვერდი, 05/04/2024
280120000.22.026.017220
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება  №43

2024 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 581 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო მოსამსახურეს, წერილობითი  მოთხოვნის საფუძველზე, მიეცემა:

ა) 2500 ლარი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ არ ყოფილა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;

ბ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ;

გ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ – „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანამატიდან, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების „ლეიტენანტი“ მინიჭებიდან 2 წლის შემდეგ;

დ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ.“;

) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, სამხედრო მოსამსახურის მიერ დანამატის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურის მოთხოვნა არ განიხილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი