დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 118 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024511 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 23-ე მუხლს 362 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 363 პუნქტი:
„36 3. „სოფლის ექიმის – პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ქ. ბათუმში გეგმური ამბულატორიული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლებად აგრეთვე განისაზღვრებიან შპს „ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი“ და შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“. ამასთანავე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ამ პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლებთან ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდეს მოსარგებლის არჩევანით, ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებაში რეგისტრაციის ვადის მიუხედავად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები