„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017457
29
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
140130000.22.034.017457
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №29

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დანაკარგებისა და დანაკლისის (ზარალის) წიგნი − ფორმა №9 (დანართი №8) განკუთვნილია სამინისტროს სისტემაში განადგურების, არაკანონიერი ან ნორმის ზევით ხარჯვის, ძარცვა-დატაცების, სტიქიური უბედურების, ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის ან ცვეთის შედეგად დაკარგული მატერიალური საშუალებების „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო–ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით დანაკლისების აღრიცხვისათვის.“.

2. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 59

1. იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დაკარგვის, განადგურების ანდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევის შესახებ სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის შეტყობინების პარალელურად, უფლებამოსილი დანაყოფი წერილობით მიმართავს შეიარაღების სამმართველოს. აღნიშნული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიარაღების სამმართველო ახორციელებს აღრიცხვის წიგნიდან დანაყოფზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ამორიცხვას და დანაკარგებისა და დანაკლისის (ზარალის) წიგნში (ფორმა №9) (დანართი №8) აღრიცხვაზე აყვანას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დანაკარგებისა და დანაკლისის (ზარალის) წიგნში აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შემდეგნაირად:

ა) არასაიდუმლო წესით − თუ იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დაკარგვის, განადგურების ანდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევის შესახებ მიმართვა საამისოდ უფლებამოსილი დანაყოფის მიერ განხორციელდა არასაიდუმლო საქმისწარმოების გზით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის „eFlow“-ს მეშვეობით;

ბ) საიდუმლო წესით − თუ იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დაკარგვის, განადგურების ანდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევის შესახებ მიმართვა საამისოდ უფლებამოსილი დანაყოფის მიერ განხორციელდა საიდუმლო საქმისწარმოების გზით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაკლისების აღრიცხვის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტში იქმნება საიდუმლო (საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭებით) და არასაიდუმლო დანაკარგებისა და დანაკლისის (ზარალის) წიგნი (ფორმა №9) (დანართი №8).“.

3. დანართი №8-ის (ფორმა №9) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანაკარგებისა და დანაკლისის (ზარალის) წიგნი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური