„ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016850
92/04
11/04/2024
ვებგვერდი, 11/04/2024
220010000.18.011.016850
„ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №92/04

2024 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/05/2023, ს/კ: 220010000.18.011.016688) დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღია ბანკინგში ჩართვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, სესხის გამცემი სუბიექტი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელსაც სურს ჩაერთოს ღია ბანკინგში, ასევე ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერად და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მსურველი (შემდგომში – სუბიექტი). საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ვალდებულია მუდმივად აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ღია ბანკინგში ჩასართავად განცხადებით მიმართვის და შესაბამისი თანხმობის მიღების ვალდებულებისა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უნდა განახორციელოს საკუთარი მომსახურების წინასწარი ტესტირება კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის სატესტო გარემოში, რომლის დასრულების შემდეგ (ასევე, სადაც რელევანტურია რეგისტრაციის შემდეგ) შეუძლია დაიწყოს ფუნქციონირება რეალურ გარემოში.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი (საჭიროების შემთხვევაში), აგრეთვე სუბიექტი უფლებამოსილია, ღია ბანკინგში ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან ან ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერად და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ ეროვნული ბანკისთვის განცხადებით მიმართვის მომენტიდან გამოიყენოს კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის სატესტო გარემო.

3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი, როგორც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ვალდებულნი არიან დაიცვან „კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 24 ოქტომბრის №145/04 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, უზრუნველყონ სატესტო გარემოს არსებობა, რომელიც მოიცავს კავშირის და ფუნქციონალის ტესტირების მხარდაჭერას, რათა სუბიექტმა ან/და სხვა კომერციულმა ბანკმა/მიკრობანკმა განახორციელოს თავისი პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების ტესტირება, რომლებიც გამოიყენება მომხმარებლისთვის საგადახდო მომსახურების შესათავაზებელად. დაუშვებელია სენსიტიური ინფორმაციის (მათ შორის, სენსიტიური საგადახდო მონაცემის) გაზიარება სატესტო გარემოში.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა სუბიექტი ვალდებულია, მის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია არანაკლებ 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები და საბანკო გარანტიის პირობები უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. ამასთან, საბანკო გარანტია, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ბენეფიციარი უნდა იყოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და პრინციპალის მიერ ღია ბანკინგის მეშვეობით განხორციელებული მომსახურების მიმღები პირი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოსთხოვოს სუბიექტს ამ პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ან საბანკო გარანტიის წარდგენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა