„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.017452
24
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
010320040.22.034.017452
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №24

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2019, 010320040.22.034.016924) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებული ანაზღაურებადი საქმიანობა;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

1. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამინისტროს დანაყოფის მოთხოვნა კონკურსის გამოცხადების შესახებ.

2. სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ორგანიზებას უწევს სამინისტროს ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სპეციალური საკონკურსო კომისიები.

3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამინისტროს ერთიან სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის, მათ შემადგენლობას განსაზღვრავს და აუქმებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომ − მინისტრი), ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ხელმძღვანელი.

4. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) აპლიკაციების მიღება და გადარჩევა;

ბ) ტესტირება;

გ) გასაუბრება.

5. კანდიდატმა სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროს ან/და შესაბამისი დანაყოფის ვებგვერდზე უნდა შეავსოს აპლიკაცია.

6. აპლიკაციების მიღების დასრულებიდან გონივრულ ვადაში, კანდიდატების მიერ შევსებული აპლიკაციები გადაირჩევა მათში მითითებული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შერჩეულ კანდიდატთა სია, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, მტკიცდება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნულით სრულდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი და კანდიდატები გადადიან სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება მხოლოდ იმ დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც უნდა მოხდეს სტაჟიორის მიღება. ტესტირება, როგორც წესი, იმართება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

8. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპი ცხადდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოყენებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი.

9. შესაბამისმა კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც საჭიროა სტაჟიორისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.

10. გასაუბრების ეტაპზე, შესაბამისი კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის სხდომის მდივანი.

12. გასაუბრების ეტაპზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას სტაჟირების კანდიდატად შერჩევის შესახებ. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

13. გასაუბრების ეტაპზე შესაბამის კომისიას, კანდიდატის თანხმობით, კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული დანაყოფის ნაცვლად, სამინისტროს სხვა დანაყოფში სტაჟიორად შერჩევის შესახებ. კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს შეთავაზებული სტაჟირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, სადაც მიიღება სტაჟიორი.

14. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპისა და სპეციალური შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი მიიღება სტაჟიორად.

15. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის ან სპეციალური შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, პირი არ მიიღება სტაჟიორად. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილება არ გამოიცემა.

16. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა კონკურსის ეტაპები.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. პირის სტაჟიორად მიღება

1. სამინისტროს სისტემაში მიღებულ სტაჟიორთან ფორმდება ხელშეკრულება. სტაჟიორს ხელშეკრულებას უფორმებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. სტაჟიორთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სტაჟიორის სახელსა და გვარს;

ბ) სტაჟიორის პირად ნომერს;

გ) სამინისტროს დანაყოფის დასახელებას, რომელშიც მიიღება სტაჟიორი;

დ) სტაჟიორის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს;

ე) სტაჟიორის შრომის ანაზღაურებას;

ვ) მონაცემებს სტაჟიორის მენტორისა და ხელმძღვანელის შესახებ;

ზ) სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღებსა და საფუძველს.

3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟიორის მიღების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3-დან 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 1 წლამდე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამინისტროს სისტემის ერთსა და იმავე დანაყოფში სტაჟირების გავლა დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.“.

5. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 მუხლები:

მუხლი 81. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება

1. სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა არაუმეტეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

2. სტაჟიორს არ ეძლევა სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო.

3. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სტაჟიორის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

4. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

5. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 

მუხლი 82. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა რიცხოვნობა

1. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს მინისტრი. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს სისტემის მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.

2. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი მიმართავს სამინისტროს შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებამდე, მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, ტერიტორიული ორგანოს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წერილობით ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და ეკონომიკურ დეპარტამენტებთან.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, თუ სტაჟიორი აკმაყოფილებს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ შესაბამის კონკურსში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“.

8. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროში დასაქმება;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებულ პირზე, რომელიც სტაჟიორის სტატუსით სარგებლობდა 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, გაფორმებული იყო თუ არა მასთან შესაბამისი ხელშეკრულება, შრომის ანაზღაურება გაიცეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ამ ბრძანებით დადგენილი წესით. ამ პუნქტის მოქმედება ასევე ვრცელდება იმ პირზე, რომელთან მიმართებითაც სტაჟირება დასრულებულად/შეწყვეტილად ითვლება ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური