,,ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 00000.00(0).000.000000
  • Word
144
14/08/2009
სსმ, 103, 19/08/2009
00000.00(0).000.000000
,,ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2009 წლის 14 აგვისტო

. თბილისი

„ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №136 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №97, მუხლი 1066) და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 დავით ტყეშელაშვილი _ საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე

დავით ალავიძე _ ქ. თბილისის მერის მოადგილე

ლაშა გოცირიძე _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

მარიამ ვალიშვილი _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი კვაშილავა _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ _ წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

გოჩა მამაცაშვილი _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

სულხან სისაური _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ცეზარ ჩოჩელი _ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული _ გუბერნატორი.“.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრი . გილაური