„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016480
11
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
010250050.35.165.016480
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 29 მარტი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge,  29/12/2023,სარეგ.კოდი:  010250050.35.165.016463 )  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1.  დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. პირველი, მეორე და მესამე ახალდაბადებული ბავშვიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 01)

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ოჯახებში ახალდაბადებული ბავშვების დახმარება ერთჯერადად 450 ლარის, ხოლო სხვა დასახლებაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის 400 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღებია პირველი, მეორე და მესამე შვილი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს ორივე ტყუპისცალი.) დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობა;

ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ 6. შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა (06 0201 06)

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა,  18 წლამდე შშმ ბავშვთა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის ICD10 გონებრივი ჩამორჩენილობისა F70-F79,  ფსიქიკური განვითარების დარღვევები F80-F89, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობა F90-F99 ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500-დან -1000 ლარამდე;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მომსახურების დაფინანსება 500 ლარამდე თანხით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით. პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება. სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ღირებულებას;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაცია დაფინანსება 400 ლარით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით;

დ) შშმ პირების დასაქმების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო კურსის დაფინანსება 1000 ლარამდე თანხით;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობთ ყოველთვიურად;

ვ) „ა“, “ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენიდოკუმენტაცია:

ვ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა;

ვ.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ვ.გ) დაბადების მოწმობის ასლი;

ვ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ვ.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ცნობა;

ვ.ვ)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან;

ვ.ზ) წინასწარი ინვოისი სასწავლო დაწესებულებიდან;

ზ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის  მიმწოდებელი ააიპ – რეაბილიტაციის ცენტრი ,,სინერგია 2019“ -ის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით;

თ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული ააიპ გეორგიანელის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსდება 20000 ლარით;

ი) კლინიკა ,,ლაიფის“ ბაზაზე არსებული შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის კომუნალური ხარჯების დაფინანსება 15000 ლარით.“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„13. ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პირთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (06 02 02 04)

ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ფინანსური დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობთ.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა-N IV-100/ა);

ბ)დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში);

გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სამედიცინო მომსახურება არ დაფინანსდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საზღვარგარეთ მკურნალობა (გარდა ონკოლოგიისა და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა) სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა და სხვა. (საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ქვეპროგრამი გამოყოფილი თანხის შესაბამისად.)

ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სტომატოლოგიური მკურნალობა.

გ) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, გარდა გადაუდებელი შემთვევისა, ან მოქალაქის მხრიდან უკვე ანაზღაურებულია თანხა. ანაზღაურდება გამონაკლისი შემთხვევა, თუ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ და საავადმყოფოს დატოვებს ანაზღაურების გარეშე საავადმყოფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

დ) ფიზიოლოგიური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის თანხა, თუ წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილ იქნება ექიმის აყვანის, პალატის არჩევის ან გაუტკივარების ღირებულება;

ე) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი