დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.104.016557 |
|
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2024 წ., სარეგ.კოდი 010250040.35.104.016469) და დადგენილების დანართის: ა.ა) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ჰბარდება საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს ბიუროს სხდომას, რომელიც ცნობის სახით იღებს ამ ინფორმაციას. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან;“; ა.ბ) 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია და განსახილველი მასალები, როგორც წესი, საკრებულოს წევრებს ეგზავნებათ სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა.“; ა.გ) 53-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს სხდომას; 4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში (ცნობის გამოუქვეყნებლობა) საკრებულოს წევრები უფლებამოსილნი არიან შეიკრიბონ მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის თავზე, რომლის თაობაზე, საკრებულოს წევრების მომართვის საფუძველზე, გაფრთხილებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს სხდომას წარმართავს მისი პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე.“. ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 07/08/2014 წ, სარეგ.კოდი 010250020.35.104.016176) და მისი დანართის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებს;“; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები