„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017449
21
01/04/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
140130000.22.034.017449
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №21

2024 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების:

1. 241 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მობილური ტელეფონის შეტანა;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) ან/და ფოტო/ვიდეოაპარატურის შეტანა;“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევის/დარღვევის მცდელობის შემთხვევაში, გამომცდელს უფლება აქვს, პირი არ დაუშვას მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ან გააძევოს იგი გამოცდიდან. ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების მისაღები გამოცდა არ იწყება, ხოლო დაწყებული გამოცდა წყდება და ხდება მართვის უფლების მისაღები შესაბამისი გამოცდიდან გაძევების საფუძვლით მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია, ხოლო მომსახურება ითვლება გაწეულად.“;

გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვის ფარულად დარღვევის/ფარულად დარღვევის მცდელობის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება გამომცდელის მიერ  მიეთითება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებაში;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის საგამოცდო სამსახურის შეცდომაში შეყვანის გზით დარღვევის/დარღვევის მცდელობის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება გამომცდელის მიერ მიეთითება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებაში.“.

2. 39-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მძღოლობის კანდიდატმა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას გამოიყენა მობილური ტელეფონი;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მობილური ტელეფონის გამოყენება ხდება საგამოცდო პროცესის ფოტო/ვიდეოგადაღების ან/და აუდიოჩაწერის მიზნით) და „ი“ ქვეპუნქტებითა და ამ წესის 241 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მისი დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 90 კალენდარული დღისა.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ წესის 241 მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობისას, იმავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მისი დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 730 კალენდარული დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური