„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016689
5
28/03/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
300300000.16.009.016689
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2024 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს

მუხლი 1
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მომხმარებელსა და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება შეწყდება მიმწოდებლის შეცვლის გამო, ამ წესების V თავის შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია ერთჯერადად შეცვალოს თავისუფალი მიმწოდებელი საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მომდევნო 2 კალენდარული წლის განმავლობაში და იმავე თვეში, რომელშიც თავდაპირველად აირჩია თავისუფალი მიმწოდებელი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე დადგა ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევა, მომხმარებელი ვალდებულია საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის არჩევამდე ამოწუროს ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით სარგებლობის ვადა.“.

2. 31-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ფასია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი.”;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლის მომხმარებლის მფლობელობაში სარგებლობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფასით, ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის ბოლოს (აპრილის თვის ქვითრის საფუძველზე), შემდეგი წესით:

ა) თუ მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შესყიდვას, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სრულად შეისყიდის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებულ ელექტროენერგიას;

ბ) თუ მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვას, მაგრამ არ ითვალისწინებს შესყიდვას, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შეისყიდის მხოლოდ ჭარბ (ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებულ) ელექტროენერგიას.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52  პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული კილოვატსაათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 2 სამუშაო დღისა. აღნიშნული ელექტროენერგია გაითვალისწინება შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლებისგან ჯამურად შესყიდული ჭარბი ელექტროენერგიის რაოდენობაში.

52. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლისგან გამანაწილებელ ქსელში მიღებული და მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის საფასური აუნაზღაუროს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასით.“. 

მუხლი 2
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 


კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე