დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38-23 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017198 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/10/2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017140) და დადგენილებით დამტკიცებულის წესის:
1. მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (ს/ნ 203826002), შპს „თბილისი ენერჯი“ (ს/ნ 205129617), სს „თელასი“ (ს/ნ 202052580) და ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების (რომლის მოქმედების ვადა იქნებ არანაკლებ 1 (ერთი) წელი) საფუძველზე შესაბამისი სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები თავისუფლდებიან ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული საფასურის გადახდისგან.“. 2. მე-8 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც სააგენტოს წარედგინება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით პორტალზე www.letters.ms.gov.ge, შესაბამის ნომენკლატურაში: „დაჩქარებული მომსახურება/დაჩქარებული მომსახურების თანხის დაბრუნება“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება. განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიერ განცხადება წარდგენილ იქნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები