„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38-22
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.017199
38-22
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
300330000.35.101.017199
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38-22

2024 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) შევიდეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველ მუხლს, მე-5 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. „A“ კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელის მომხმარებლის პირად სივრცეში ჩარიცხული თანხა, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებართვის მფლობელს უფიქსირდება ნებართვის გაცემის ფასის როგორც წინა თვის, ისე მიმდინარე დავალიანება. ამასთან, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის გაუქმებისას, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დაბრუნებას ექვემდებარება მომხმარებლის პირად სივრცეში არსებული თანხა.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) თუ ამ წესის მე-13 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის მიზნობრიობა არ შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას (მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანა). ასეთ შემთხვევაში „A“ კატეგორიის ნებართვიდან სატრანსპორტო საშუალება იხსნება ფაქტის გამოვლენიდან ერთი წლის ვადით. ამასთან, ამ პერიოდში, დაუშვებელია ამავე სატრანსპორტო საშუალების დამატება ნებისმიერ სხვა „A“ კატეგორიის ნებართვაზე, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილებისა.“;

ბ) მე-13 მუხლს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) უფლებამოსილია შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით გამოიკვლიოს და დაადგინოს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში კონკრეტული „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) (რომელსაც ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, უფლება აქვს იმოძრაოს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში) მოძრაობის მიზნობრიობის შესაბამისობა ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან (მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანა).“;

გ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნით, როდესაც ნებართვის მფლობელს არ აქვს ნებართვის გაცემის ფასის დავალიანება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე