დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38-20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017201 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017165) დადგენილების პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №1): ა.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას და პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25 წლიდან 30 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში; ბ.ბ) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, მასალის აღებას და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში; ბ.გ) HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის საფუძველზე; ბ.დ) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გაწეული მომსახურებისას პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას; ბ.ე)საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.“; ა.ბ) მე-3 მუხლის: ა.ბ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციის უფლება გააჩნია მხოლოდ იმ ლიცენზირებულ ლაბორატორიებს, რომლებსაც წინა წლის განმავლობაში ჩატარებული აქვთ არანაკლებ 6 ათასი ციტოლოგიური კვლევა ან წარმოადგენს საუნივერსიტეტო ლაბორატორიას – როგორც ციტოპათოლოგიური მიმართულების სასწავლო ბაზა; ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა მიმწოდებელმა ციტოლოგიური კვლევები აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ხოლო ჰისტომორფოლოგიური კვლევა შეუძლია განახორციელოს ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიის მეშვეობით; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციისთვის (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა) სამედიცინო დაწესებულებას, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა.“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად არის რეგისტრირებული ქვეპროგრამის განმახორციელებელთან ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელად).“; ა.ბ.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული HPV ტესტირებისა და HPV ტესტით დადებითი შემთხვევების სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის (LBC) სერვისის მიმწოდებელია ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგცენტრი“.“; ა.გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებული პერიოდებით: გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი – ორ წელიწადში ერთხელ; გ.ბ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი PAP ტესტით – სამ წელიწადში ერთხელ; გ.გ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი HPV ტესტით – ხუთ წელიწადში ერთხელ; გ.დ) პროსტატის კიბოს მართვა – წელიწადში ერთხელ; გ.ე) კოლორექტული კიბოს სკრინინგი– ორ წელიწადში ერთხელ; გ.ვ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ხუთ წელიწადში ერთხელ.“; ა.დ) მე-7 მუხლით დამტკიცებული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ცხრილი
ა.ე) მე-8 მუხლის: ა.ე.ა) მე-2 პუნქტის „გ.ბ.ა“ და „გ.ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ან/და მობილური გუნდის მეშვეობით. გ.ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს სამედიცინო პერსონალით, რომელსაც აქვს კოლპოსკოპისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაციით. ასევე, გავლილი აქვს დადგენილი წესით აკრედიტებული კოლპოსკოპიის შემსწავლელი კურსი (მაგ.: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა „კოლპოსკოპია“ (ერთთვიანი კურსი), ან/და უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი ტრენინგი „კოლპოსკოპია“ (ორკვირიანიკურსი)) ან/და კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის IFCPC-IARC ტრენინგ-კურსი ან/და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კლინიკურ ნაწილში აღნიშნული კურს(ებ)ის ფარგლებში ან/და აქვს პროფესიული საზოგადოების (მაგ.: საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოება, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაცის) მიერ გაწეული რეკომენდაცია კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარებაზე.“; ა.ე.ბ) მე-2 პუნქტის „დ.დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.დ) უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა. ე) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ვალდებულია „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით. ასევე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ კვლევებზე, აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტებული ლაბორატორიის მეშვეობით.“; ა.ე.გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ა(ა)იპ ,,ეროვნულმა სკრინინგცენტრმა“ უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა.“; ბ) „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი N4) : ბ.ა) მე-4 მუხლის: ბ.ა.ა) მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი საქართველოს ფარგლებს გარეთ არის პირი, საიდანაც მოსარგებლე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგენს მომსახურების დაფინანსებისათვის ანგარიშფაქტურას, ხოლო საქართველოს ფარგლებს შიგნით – პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საიდანაც მოსარგებლე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგენს მომსახურების დაფინანსებისათვის ანგარიშ-ფაქტურას.“; ბ.ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. თუ კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის სრულყოფილად მიწოდება ქვეპროგრამით მოსარგებლისთვის შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს შიგნით მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულების მიერ, ქვეპროგრამის განმახორციელებელს დასაფინანსებლად წარედგინება საქართველოს ფარგლებს შიგნით რეგისტრირებული მიმწოდებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია. 22. თუ კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის სრულყოფილად მიწოდება ქვეპროგრამით მოსარგებლისთვის შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს შიგნით მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულების მიერ, თუმცა პაციენტი უკვე იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, შესაძლოა ქვეპროგრამის განმახორციელებელს დასაფინანსებლად წარედგინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მიმწოდებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია.“; ბ.ა.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საიდანაც მოსარგებლე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგენს მომსახურების დაფინანსებისათვის ანგარიშ-ფაქტურას.“ ბ.ა.დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, დადგენილი ტარიფის ფარგლებში სრულად, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით.“; ბ. ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის ან დაფინანსების მისაღებად ქვეპროგრამით მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს დოკუმენტაცია უკვე წარმოდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე: ა) მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული კვლევებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარების/მოსამზადებელი პერიოდის დაწყების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან; ბ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან ამ წესის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები