„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016497
10
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
010250050.35.130.016497
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 29 მარტი

ქ. საჩხერე

 

 „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, ვებგვერდი – 05/04/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016472)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 552, 556, 642, 771, 772, 825, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1528, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159, 1591,1728, 1729 და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 552, 556, 642, 771, 772, 825, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254,  1341, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1528, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით,  159, 1591,1728, 1729 და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით  გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 552, 556, 642, 771, 772, 825, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, 152, 1522, 1528, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159, 1591,1728, 1729 მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე