„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016495
8
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
010250020.35.130.016495
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 29 მარტი

ქ. საჩხერე

 

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

ა) მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „კ) დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც აპირებს სამედიცინო მომსახურება მიიღოს, ან უკვე მიიღო, იმ დაწესებულებაში, რომელიც გასულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან, ასევე მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 40000 (ორმოცი ათასი) ლარს, გარდა იმ მომსახურებებისა, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულ მომსახურებებს მერია დააფინანსებს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით.“;

ბ) მეათე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი:

„2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს (ეკომიგრანტებს) ბინის დაქირავებისათვის მიეცემათ დახმარება ყოველთვიურად 600 ლარამდე თანხის ოდენობით (თანხის ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ოჯახში ფაქტობრივად მცხოვრებ წევრთა რაოდენობის მიხედვით). ბინის დაქირავება მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც თვითონ არის რეგისტრირებული, გარდა ისეთი გამონაკლისისა, როდესაც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში ფიზიკურად არ მოიძებნება გასაქირავებელი ფართი. ეკომიგრანტ ოჯახებზე, მუნიციპალიტეტის მიერ ბინის დაქირავებისათვის დახმარების მიცემა განხორციელდება, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ  დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული  ოჯახების (ეკომიგრანტები) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიისა და სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე;

გ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახში ფაქტობრივად მცოხვრებ წევრთა რაოდენობის შესახებ;

ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე