„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016517
8
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
010260020.35.152.016517
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 29 მარტი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/11/2017, ს/კ 010260020.35.152.016315). კერძოდ, ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს  2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური