ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016491
6
29/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010250020.35.124.016491
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 29 მარტი

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ)ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტაციის განაცხადის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე



დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ  აქტებს.

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა  რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს უსახლკარო პირის/ოჯახის რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს, საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებსა და საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს.

3. ეს წესი არ ვრცელდება პირებზე/ოჯახებზე,რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული.

4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული  საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;

ბ) ოჯახი –  ნათესაობის ან ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცით, ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით;

გ) უსახლკარო ოჯახი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია უსახლკარო ოჯახად;

დ) დაინტერესებული მხარე –  ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილება;

ე) პირველი რიგის ნათესავი – შვილ(ებ)ი, მეუღლე, მშობელ(ებ)ი.

ვ) მარტოხელა მშობელი  – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1191​1 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი;


მუხლი 2. უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის პროცედურები
1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში, ამ  წესით დადგენილი რეგისტრაციის სპეციალური განაცხადის ფორმით (დანართი №2). განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) ასლი;

ბ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები;

გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრ(ებ)ის სახელზე  ქონების რეგისტრაციის  შესახებ.

დ) ინფორმაცია ოჯახის ყველა წევრის რეგისტრაციის ადგილის თაობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ე) ინფორმაცია ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ;

ვ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ზ) ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სსიპ – სოციალური მომსახურების  სააგენტოდან, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ.

თ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებები, განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

ი) ამ წესის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ) მოქალაქე ვალდებულია მუნიციპალიტეტს დამატებით წარმოუდგინოს ოჯახის ყველა წევრის, პირველი რიგის ნათესავებისა და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

2. ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისას დაინტერესებული პირის მიერ დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. მოქალაქის მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი" და „კ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ინფორმაციისა და დოკუმენტაციის არწარმოდგენა ან არასრულად წარმოდგენა,  შეიძლება გახდეს მოთხოვნის განუხილველად დატოვების საფუძველი.

4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს მერის მიერ შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია), ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერს წარუდგენს წინადადებას პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის/რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. კომისიის წინადადების საფუძველზე პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის/რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მერის წარმომადგენლები, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ახორციელებენ მოკვლევას უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას და წარუდგენენ კომისიას.

6. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.

7.  უსახლკარო პირის/ოჯახის რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ:

ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს დროებითი საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით, ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული)  დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაზე, ან პირის ან/და  მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე, გარდა შემთხვევებისა, თუ დგინდება, რომ ასეთი  უძრავი ქონება ვერ უზრუნველყოფს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას;

ბ) განმცხადებლის მხრიდან უსახლკაროდ რეგისტრაციის მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან დროებითი  საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;

გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს;

დ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში.

8. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში პირს/ოჯახს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს ბაღდათის  მუნიციპალიტეტის მერიას.

9.დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების/ოჯახების მონიტორინგს ახორციელებს კომისია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.


მუხლი 3. უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმები
1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი (შემდგომში – პირი) უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 (ორი) წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;

ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ან ასეთის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება არ არის საკმარისი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;


მუხლი 4. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმები
1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 (ორი) წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ბაღდათის  მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,  კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ან ასეთის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება არ არის საკმარისი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას,  ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;

დ)  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;


მუხლი 5. უსახლკარო პირად/ოჯახად  რეგისტრაციის კომისია
1.  ამ  წესის  განხორციელების  მიზნით,  ბაღდათის  მუნიციპალიტეტის  მერი  ქმნის უსახლკაროთა რეგისტრაციის კომისიას (შემდგომში – „კომისია“).

2.  კომისიის  შემადგენლობაში  შედიან ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები, პროფესიული საჯარო მოხელეები და მერის წარმომადგენელი, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3.  კომისია  შედგება  კომისიის  თავმჯდომარის,  კომისიის  თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

5.  კომისია  უშუალოდ  ექვემდებარება  კომისიის  თავმჯდომარეს  და  ასრულებს  მის დავალებებს.

6. კომისიის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

7. კომისიის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

9. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის  ორგანიზებაზე.

10.  კომისიის  წევრებს  შორის  მოვალეობებს  ანაწილებს  და  მუშაობის  რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

11.  კომისიის  თავმჯდომარეს,  მისი  არყოფნის  შემთხვევაში,  ცვლის  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

12. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა)  მონაწილეობა  მიიღოს  კომისიის  სხდომებში  და  არ  გამოტოვოს  სხდომა არასაპატიო მიზეზით;

ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ)  დაიცვას  საქართველოს  ნორმატიული  აქტებით  განსაზღვრული  ინფორმაციის კონფიდენციალობა.

13.  კომისიის  სხდომა  უფლებამოსილია,  თუ  სხდომას  ესწრება  კომისიის  წევრთა არანაკლებ 2/3. 

14. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

15. კომისია  გადაწყვეტილებას  იღებს  ხმათა  უმრავლესობით. თანაბარი რაოდენობის  ხმების  არსებობის  შემთხვევაში  უპირატესობა  მიენიჭება  კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

16. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით.

17.  ოქმს  ხელს  აწერენ  კომისიის  თავმჯდომარე  და  სხდომაზე  დამსწრე  კომისიის წევრები.

18.  კომისიის  სხდომის  ოქმები  და  საქმისწარმოების  სხვა  მასალები  ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 6. უსახლკაროდ  რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი
1. განაცხადი არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება უარი უსახლკაროდ რეგისტრაციაზე, თუ:

ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი განაცხადის ფორმით მერიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე და  რეგისტრირებული  არ არის ბაღდათის მუნიციპალიტეტში;

ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა  წევრი განაცხადის  ფორმით მერიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი რეგისტრირებული არ არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის, უსახლკაროდ რეგისტრაცია რეგულირდება სხვა კანონმდებლობით;

დ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის შესახებ მერის წარმომადგენელი, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში,  ვერ მოიპოვებს ინფორმაციას.


მუხლი 7. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის/ოჯახის დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი
1. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ბაღდათის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის/ოჯახის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით დაკმაყოფილება მოხდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული რესურსის შესაბამისად.

2. უსახლკარო პირების/ოჯახების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფის გზით.

3.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, უსახლკაროთა რეგისტრაციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ხოლო საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ყოველწლიური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

4. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების/ოჯახების შეფასებას მერიის  შესაბამისი კომისია  ახორციელებს რიგითობით, პირის/ოჯახის მიერ მერიისათვის მომართვისა და განაცხადის რეგისტრაციის მომენტის გათვალისწინებით.

5. პირის/ოჯახის დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა/ოჯახთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

6. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ ოჯახთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და არ არიან უზრუნველყოფილი დროებითი საცხოვრებლით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:

ა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს;

ბ) ოჯახებს, რომელთა წევრებს შორის არიან მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები ან/და შეზღუდული შესაძლებლომის მქონე არასრულწლოვნები;

გ) მარტოხელა მშობელს.



დანართი №2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი

ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

სახელი: ------------------------

გვარი:--------------------------------

                                                                                                              დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):------------------------------

   

პირადი ნომერი:----------

საკონტაქტო ტელეფონი:---------------

გყავთ თუ არა ოჯახის წევრი?

__ _ 1. დიახ            __  2. არა

ოჯახის წევრები (მაგ.: პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი)

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

დაბადების თარიღი

  (რიცხვითვეწელი)

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

11

 

 

 

 

12

 

 

 

 

ინფორმაცია თქვენი/თქვენი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ

 

ინფორმაცია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების   შემოსავლების შესახებ

სახელი 

გვარი 

  შემოსავალი წლიური (ლარი)

  შენიშვნა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

11

 

 

 

 

12

 

 

 

 

განმცხადებლის რეგისტრაციის მისამართი

ქალაქი:

სოფელი:

ქუჩა

სახლი №:

კორპუსი:

ბინა №:

1. ტელეფონი:

 

 

განმცხადებლის/ოჯახის ფაქტობრივი მისამართი

ქალაქი:

სოფელი:

ქუჩა

სახლი №:

კორპუსი:

ბინა №:

1. ტელეფონი :

 

 

განმცხადებლის მოვალეობა

განმცხადებელი ვალდებულია უტყუარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით. აცნობოს კომისიას წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ოჯახის თითოეულმა წევრმა (კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები.

განმცხადებლის უფლება

  • მოითხოვოს მისი/მისი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა.
  • გაეცნოს მის/მისი ოჯახის შესახებ შეგროვებულ ინ­ფორმა­ციას.
  • მოითხოვოს მისი/ მისი ოჯახის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა.
  • ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოება, რომელიც მომცემდა/მოგვცემდა შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო(თ) საცხოვრისით.

 გავეცანი(თ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2024 წლის ---/------------- №---- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს, უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებ(თ) ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე.

 “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანახმა ვარ(თ) უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერ(ებ)ით.

სახელი

გვარი

ხელმოწერა

თარიღი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

11

 

 

 

 

12