„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016457
10
28/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010250020.35.106.016457
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 28 მარტი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 27.02.2018 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016287) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება;

ბ) იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;

გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის „მ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის „ს“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის „ზ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101  მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101.  ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატში ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას, კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

ბ) უზრუნველყოფს შრომის შინაგანაწესის შემუშავებას და კომპეტენციის ფარგლებში – შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგს;

გ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომზადებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ შეთანხმებას საჯარო სამსახურის ბიუროსთან;

დ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შევსებისა და შრომითი ხელშეკრულებით პირის სამსახურში მიღების მიზნით უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადებას და საჯარო კონკურსებისა და საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზებას;

ე) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა სახის საკადრო დოკუმენტების მომზადებას, მათ გაფორმებას და აღრიცხვას, პირადი საქმეების შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამის – „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA“ ადამიანური რესურსების მართვის მოდულის მართვას და ადმინისტრირებას, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) საკრებულოს აპარატისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოდულების მართვას; პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვაზე;

ზ) შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის მოხელეთა შეფასების მეთოდებს, მონაწილეობს მოხელეთა შეფასების პროცესში და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შეფასების პროცესს; სათანადო კონსულტაციებს უწევს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს; აღრიცხავს და აანალიზებს მოხელეთა შეფასების შედეგებს, ამზადებს წინადადებებს საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასის მინიჭების შესახებ;

თ) ახორციელებს ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე მოხელეთა კონსულტირებას და კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ხელშეწყობას; პასუხისმგებელია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების, სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიწოდებაზე;

ი) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა სწავლებისა და განვითარების მიმართულების სტრატეგიის შემუშავებას;

კ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატში ღირებულებების და ეთიკის ნორმების დანერგვას, ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნების პროცესის ხელშეწყობას;

ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის, სოციალური ქსელისა და ადამიანური რესურსების მართვის ციფრული სისტემების ადმინისტრირებას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე