„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016384
6
28/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010340000.32.061.016384
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2024  წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული   აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის მე-18 მუხლის   შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი, 22/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016338) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მართვის უფლებით გადაცემულ სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებში პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება;“.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უზრუნველყოს მართვის უფლებით გადაცემულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებში პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება;“.

3. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტრო მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ა(ა)იპ – აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოფს საბერიოს საექიმო ამბულატორიის, სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ზემო ბარღების საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. რეფის საექიმო ამბულატორიისა და ა(ა)იპ – ზემო აფხაზეთის საავადმყოფოს საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას.“.

4. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ,,გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტი.“;

6. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ნიშნავს და ათავისუფლებს სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, დებს და წყვეტს მათთან ხელშეკრულებებს, ამტკიცებს მათ ანგარიშებს;“;

7.  დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101. სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტი

სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: 

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება და ხელშეწყობა მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში;  

ბ) პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი; შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

გ) სამედიცინო საწარმოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება;

დ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და ანგარიშის მიღება გაწეული საქმიანობის შესახებ, მათი განხილვა და საჭირო გადაწყვეტილების მიღება;

ე) მართვაში არსებული სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზება აუდიტორულ დასკვნებთან ერთად, ამ საწარმოთა მიმართ კონკრეტული წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების ბიზნესგეგმის პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ზ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებიდან შემოსული ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში მათში კორექტივების შეტანა და  ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მიერ დამტკიცებული ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი, საწარმოების ფინანსური ანგარიშების მიღება, მათი ანალიზი და ამის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში საწარმოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

8. დებულების მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. თევზაია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე