დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/05/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016383 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის №12 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/03/2021; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016335) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“, „ლ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სამედიცინო პროფილის საწარმოებზე.“. 2. დებულების მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ქონების მართვისა და განკარგვის დეპარტამენტი.“. 3. დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დებულების მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. ქონების მართვისა და განკარგვის დეპარტამენტი“. 5. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები: „ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“. 6. დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები