დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.024505 |
|
„საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №98, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონფერენციო გრანტის გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).“; ბ) მე-3 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას;“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება ერთობლივად შეუძლიათ: ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი); ბ) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი); გ) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი).“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. გრანტის მიმღები იურიდიული პირი ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ზედნადები ხარჯები − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო გრანტის მიმღები იურიდიული პირის მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამარჯვებული პროექტის გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული გრანტის მიმღების/კონფერენციის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების 2/3). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება პირველადი დოკუმენტაციის თანხლებით ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდში წარდგენისა და ფონდის მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საკონკურსო განაცხადის წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) საპროექტო წინადადება (პროექტი); გ) პროექტის ბიუჯეტი; დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი; ე) პროექტის ძირითადი შემსრულებლების პროფესიული ავტობიოგრაფიები (CV); ვ) პროექტის წარმდგენი იურიდიული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ზ) თანადაფინანსების შემთხვევაში − თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 5. „საკონფერენციო გრანტების კონკურსში შემოსული განაცხადების შეფასების კრიტერიუმების“ (დანართი) შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთ საკონფერენციო გრანტზე 170 000 ლარზე მეტი თანხა არ გაიცემა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები