დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 106 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024499 |
|
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2018, 300160070.10.003.020792) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებამდე სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.“. 2. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე, ხოლო, თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში, იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. 4. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელსაც თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.“. 3. VII დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი VII
სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალი
|
მუხლი 2 |
1. 2025 წლის 1 იანვრამდე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული VII დანართის ცხრილის 23-ე − 123-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მათ შესაბამისობაში მოსაყვანად.
2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.
|
მუხლი 3 |
დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები