„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016508
11
29/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010250050.35.125.016508
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 29 მარტი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის  №14 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge, 04/05/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016418) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დანართის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური;“.

2. დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის, სოციალური საკითხების, კულტურისა და განათლების სფეროს მხარდაჭერა, რომელიც ასევე მოიცავს სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით ღონისძიებების/აქტივობების კოორდინაციასა და მხარდაჭერას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე