ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016396
04
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
010250040.35.131.016396
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2024 წლის 28 მარტი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მეორე პუნქტისა  და 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება  თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების  შესახებ“  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის  17 ნოემბრის  №34  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი



დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I
  

მუხლი 1
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრე­ბულო)  აპარატი შექმნილია საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც ხელს უწყობს საკრებულოს თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, უმრავლესობის/უმცირესობის, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

2. საკრებულოს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართ­ველოს კანონი, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართ­ველოს ორგანული კანონი,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

3. საკრებულოს I სტრუქტურული ერთეულის (აპარატის) საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს  საკრებულოს თავმჯდომარე.

4. საკრებულოს აპარატის დებულებას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.

5. საკრებულოს აპარატს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდების აღნიშვნით. საკრებულოს აპარატს ასევე აქვს ტიტულიანი ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი­სა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.

6. საკრებულოს აპარატის იურიდიული მისამართია: ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.


თავი II
  

მუხლი 2
საკრებულოს აპარატის ძირითადი ფუნქცია და ამოცანაა საკრებულოს სხდომების, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების, უმრავლესობის/უმცირესობისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფა.
მუხლი 3
1. კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების, უმრავლესობის/უმცირესობისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, საკრებულოს თავმჯდომარის, თანამდებობის პირების და საკრებულოს სხვა წევრების თათბირების, ბრიფინგებისა და პრესკონფე­რენ­ციების ორგანიზება;

გ) საკრებულოს, ბიუროს, ფრაქციების, კომისიების, უმრავლესობის/უმცირესობის, დროებითი სამუშაო ჯგუფების სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საკითხების გადაწყვეტაში ხელშეწყობა;

დ) საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება,  საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის მომზადება;

ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;

ვ) საკრებულოს წევრების სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;

ზ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი მინდობილობის შესაბამისად;

თ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;

ი) საკრებულოს წევრების უზრუნველყოფა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პროექტებით, საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმების წარმოება;

კ) საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობა, მათთვის საინფორმაციო - საცნობარო და სხვა მასალების მომზადება;

ლ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდო­მარის სამართლებრივი აქტების, ასევე რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების გაშუქება;

მ) საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის შექმნა ქართულ და უცხო ენაზე, მასზე მუშაობის ორგანიზება;

ნ) საკრებულოში ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, საკრებულოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ო) საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა;

პ) საკრებულოს სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მოვლა და დაცვა. საკრებულოს საქმიანობისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სათანადო ინფორმაციის და დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის მისი მიწოდების ორგანიზება;

ჟ) კორესპონდენციების მიღება, აღრიცხვა, დაგზავნა და დანიშნულებისამებრ ჩაბარება;

რ) მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების რეგისტრაცია, დანიშნულებისამებრ ჩაბარება და გაგზავნა, ხელმძღვანელის მოთხოვნისამებრ სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

ს) საკრებულოს წევრების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;

ტ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადებას, აპარატის საჯარო მოხელეების დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებების, საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოხელეების მივლინებების შესახებ, საჯარო მოხელეების დაჯილდოების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

უ) უზრუნველყოფს მედიის პერიოდულ თემატურ მიმოხილვას მოთხოვნის მიხედვით, საკრებულოს მუშაობის გაშუქე­ბისას ახდენს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინირებას, საკრებულოს საქმიანობის გაშუქების მიზნით ორგანიზებას უწევს სარეკლამო რგოლების დამზადებას;

ფ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებზე, საკრებულოს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსება;

ქ) მოქმედი კანონმდებლობით და მის შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.


თავი III
  

მუხლი 4
1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი).

2. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. აპარატის უფროსი ან აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი.

4. აპარატი შედგება სტრუქტურული ერთეულისაგან.

5. აპარატის სტრუქტურული ერთეულია:

საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება.

მუხლი 5
1. საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას;

ბ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების (დადგენილება, განკარგულება, ბრძანება (ძირითად საქმიანობაზე) პროექტების საბოლოო რედაქტირებას, ხელმოსაწერად მომზადებას, აუცილებელი რეკვიზიტების მინიჭება/რეგისტრაციას, ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისათვის ოფიციალური პროგრამით წარდგენას. სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას და ელექტრო­ნული ბაზის წარმოებას, საარქივო დოკუმენტაციის შენახვა/დაცვას, საჯარო ინფორმაციის გაცემას, დოკუმენტაციის ასლების დამოწმებას, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით მომზადება/დაგზავნას;

გ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრებს  საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პროექტებით; ამზადებს ბიუროსა და კომისიების სხდომის ჩატარების გრაფიკებს. უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, მუდმივმოქმედი კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების, სხდომების ოქმის წარმოებას, საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტების პროექტების (დადგენილება, განკარგულება) განხილვისას მიღებული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სტილისტურ რედაქტირებას;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, საკრებულოს და ბიუროს სხდომაზე აპარატის დასწრების ორგანიზებას, ახორციელებს საკრებულოს ვებგვერდისათვის გამოსაქვეყნებელი მასალების მიწოდებას;

ე) უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებებისა და კორესპონდენციების მიღებას, რეგისტრაციას, აღრიცხვას, დაგზავნას და დანიშნულებისამებრ ჩაბარებას; გასული კორესპონდენციების აღრიცხვას, სტატისტიკური მონაცემების მომზადებას;

ვ) ახორციელებს ქობულეთის მუნიცი­პალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა შესვლა-გადაად­გილების მიზნით საშვის გამოწერას, ყოველდღიური აღრიცხვის წარ­მოებას; საკრებულოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ინფორმაციის დაფიქსირებასა და სარეგისტრა­ცი­ოდ გადაცემას შესაბამის რეგისტრატორზე;

ზ) ახორციელებს გასაგზავნი დოკუმენტაციის (კორესპონდენცია, სამარ­თლებრივი აქტები და ა.შ.) დანიშნულების ადგილზე დროულად მიტანასა და შესა­ბამისი აღ­რიცხვის წარმოებას;

თ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

ი) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას, მოწვევას და ახდენს მათ რეგისტრაციას;

კ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

ლ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

მ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


თავი IV
I სტრუქტურული ერთეულის (აპარატი) უფროსის, II სტრუქუტურული ერთეულის (განყოფილება) უფროსის და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება

მუხლი 6
1. აპარატის უფროსი:

ა) წარმართავს და უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას, აგვარებს აპარატის გამგებლობაში შემავალ საკითხებს;

ბ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე;

გ) აპარატის სახელით ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის აპარატის სახელით;

დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს აპარატის შინაგანაწესის პროექტს, აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობის (ფუნქცია-მოვალეობების), საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

ზ) ახორციელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებას;

თ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და მათ შესაბამისად საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

3. აპარატის უფროსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. აპარატის უფროსის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობისას ან/და ადგილზე არყოფნის დროს აპარატის უფროსის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დროებით ასრულებს საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის II რანგის უფროსი საორგანიზაციო და საქმისწარმოების საკითხებში.

მუხლი 7
1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის II რანგის უფროსი საორგანიზაციო და საქმისწარმოების საკითხებში (განყოფილების უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის II რანგის უფროსი საორგანიზაციო და საქმისწარმოების საკითხებში (განყოფილების უფროსი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ხელმძღვანელობას და კოორდინაციას;

ბ) პასუხს აგებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებს;

დ) ახორციელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებას;

ე) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებით;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

4. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას თავმჯდომარის ბრძანებით აპარატის უფროსის წარდგინებით ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 8
აპარატის შემადგენლობაში არიან აგრეთვე საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან აპარატის არცერთი განყოფილების შემადგენლობაში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 


თავი V
აპარატის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 9
აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 10
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.
მუხლი 11
საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციები და უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში აპარატის უფროსის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

თავი VI
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა

მუხლი 12
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.