„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016563
8
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
190040000.35.169.016563
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 28 მარტი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 21.12.2023 წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016552)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა“)  მე-6 მუხლს  დაემატოს  41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (18 წლამდე ასაკის შშმ პირები, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები), ასაკით პენსიონერებისა და 6-18 წლამდე ბავშვების შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფიისა  და სხვა ძვირადღირებული (რომლის ერთეულის ღირებულებაც აღემატება 200 ლარს) კვლევის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე, ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხიდან გამომდინარე:

ა) მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული  კვლევების  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ  ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის შესაბამისად არაუმეტეს 300 ლარისა.

ბ)  სხვა ძვირადღირებული კვლევის (რომლის ერთეულის ღირებულებაც აღემატება 200 ლარს) დაფინანსება ან თანადაფინანსება, მოხდება ერთჯერადად ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ  ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის შესაბამისად არაუმეტეს 300 ლარისა.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა“) მე-6 მუხლის  მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე)  თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში არ არის  რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან მისი სარეიტინგო ქულა 150 000-ზე  მეტია,  გარდა ონკოლოგიური პაციენტების, 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების, გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვების,  სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე  ტრავმირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენების, ხოლო მხოლოდ  ამბულატორიული კვლევების შემთხვევაში – გარდა შშმ პირების (18 წლამდე ასაკის შშმ პირები, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები), ასაკით პენსიონერებისა და 6-18 წლამდე ბავშვებისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი