„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016860
2-409
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
010320010.22.023.016860
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-409

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (ვებგვერდი, 04/05/2018; სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;

ბ) უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში და ქართული დელეგაციების უცხოეთში ვიზიტის პროგრამის დადგენა და შემუშავება, პროგრამის შესრულებაზე კონტროლი, სამინისტროში მიღებების ორგანიზება;

გ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო და სხვა სახის დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში მათი განთავსება, ტრანსპორტირება) ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება და უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტთა ვიზიტების დაგეგმვა;

დ) მინისტრის სახელით გამართული სხვადასხვა ღონისძიებებისა და ცერემონიებისთვის საპროტოკოლო ინვენტარით უზრუნველყოფის საჭიროების განსაზღვრა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, პროგრამის დადგენა, სათანადო ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადება-გაფორმება;

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების) ორგანიზება;

ზ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სხვა, დაგეგმვა და განხორციელება;

თ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოთა შესაბამის  სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების სავიზო უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა, სავიზო და საპასპორტო საკითხთა მიმართულებით;

ლ) სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

მ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი სამსახურებრივი მივლინებებისათვის ავიაბილეთების შესაძენად საჭირო პროცედურებისა და სასტუმროების დაჯავშნის უზრუნველყოფა;

ნ) ქვეყნის შიგნით სასტუმროების მოძიება, კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის დაჯავშნა;

ო) ქვეყნის შიგნით მინისტრის სამივლინებო ობიექტების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მოძიება: ადგილმდებარეობა (GPS მონაცემების გარკვევა), დამხვედრი პირების საკონტაქტო ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ფოტომასალა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია