,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
143
14/08/2009
სსმ, 103, 19/08/2009
000000000.00(0).000.000000
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი აბდუშელიშვილი – სსიპ – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემსი-ჯი)“-ს აღმასრულებელი დირექტორი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გვარამია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ბაკურ კვეზერელი   – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლაშა გოცირიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ვანო ხუხუნაიშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური