„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016852
1-1/121
26/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
300300000.22.024.016852
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/121

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მეორე პუნქტის:

ა) „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობა, ფასი, ვადა და სხვა პირობები და რომელიც რეგისტრირებულია ამ წესების შესაბამისად;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) „პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სახელშეკრულებო განაცხადის, ასევე ამ წესების მე-8 მუხლისა და მე-91 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების რეგისტრაცია, შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალებში (რომლებიც შეიძლება იწარმოებოდეს ელექტრონული რეესტრის ფორმითაც) შეტანა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ;“;

დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – უცხო ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანის ან საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის, ასევე გაცვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;“;

ე) „ც“ ქვეპუნქტის „ც.ბ“ და „ც.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც.ბ) კომისიის მიერ დამტკიცებული საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ;

ც.გ) კომისიის მიერ დამტკიცებული გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ;“;

ვ)„ჰ12 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:

„ჰ13) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება  საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს იმ პირობებს, რომელზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, ბაზრის ოპერატორი და შესაბამისი პირი;“.

 2. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობას ან რაოდენობის განსაზღვრის წესს (დასაშვები ცდომილება არაუმეტეს +/- 30%-ისა)“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ხელშეკრულების მხარეების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებისთვის მინიჭებულ ნომერსა და გაფორმების თარიღს.;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განაცხადის ფორმას (სახელშეკრულებო განაცხადი) ერთობლივად ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ, გარდა ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, წარედგინება პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სახელშეკრულებო განაცხადის სამსამი ორიგინალი და პირდაპირი ხელშეკრულების თითო-თითო ასლი. პირდაპირ ხელშეკრულებასა და სახელშეკრულებო განაცხადში ასახულ პირობებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სახელშეკრულებო განაცხადში მითითებულ პირობებს. სახელშეკრულებო განაცხადი წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.“;

ე) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ მხარეებს შორის გაფორმებულია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სარეგისტრაციოდ წარედგინება ორმხრივად ხელმოწერილი სახელშეკრულებო განაცხადისა და ხელშეკრულების სამ-სამი ორიგინალი.“.

3. 81 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის გამყიდველი (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს ამ ელექტროენერგიის (საბალანსო ელექტროენერგიის) გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ითვლება მიერთებულად სატანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 . იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელზე (პირდაპირ მომხმარებლებზე) ან ექსპორტიორზე (ექსპორტიორებზე) პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მიწოდებული (გაყიდული) ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია, ელექტროენერგიის მწარმოებლის (მწარმოებლების) ან იმპორტიორისაგან (იმპორტიორებისაგან), შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელზე ელექტროენერგიის გამყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.;

დ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22 . იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლის (მწარმოებლების) ან იმპორტიორისაგან (იმპორტიორებისაგან) პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესყიდული, ან მისი იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია, პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისაგან ელექტროენერგიის შემსყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სატანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.”. 

4. მე-9 მუხლის:

ა) დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ ერთდროულად წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (გარდა ამ წესების მე-91 და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა) ელექტროენერგიის შესყიდვის/გაყიდვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე (წარდგენის დღის ჩაუთვლელად). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის პირობები უნდა იყოს იდენტური. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი და რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის პირობებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი თვის საანგარიშსწორებო ბაზაში გათვალისწინებული იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრირებული ვერსიით გათვალისწინებული პირობები.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე წერილისა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) ამ წესების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადის სამ-სამი დედანი და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართებზე ხელმოწერილი თითო-თითო ასლი;

ბ) ამ წესების მე-8 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადისა და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხელმოწერილი სამ-სამი დედანი;

გ) გამანაწილებელი ქსელის გამოყენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამომუშავების ან/და მიღების შემთხვევაში — პირდაპირი ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული განაწილების მომსახურების ხელშეკრულება (მიუხედავად იმისა, პირდაპირი ხელშეკრულების მხარე ყიდულობს თუ ყიდის ელექტროენერგიას)“;

დ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 1 . „ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ან/და ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე და იმავე საანგარიშო პერიოდში პირდაპირ მომხმარებლებზე ან/და ექსპორტიორებზე ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები სავალდებულოა, ერთდროულად იქნეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი.“;

ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების შესაბამისად რეგისტრაციის შემდეგ. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში ვერ შევა, მხოლოდ რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი პირის მიერ დარეგისტრირების შემთხვევაში.“;

ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი);

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის მოთხოვნები და ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;

ე) სარეგისტრაციო განაცხადში ან/და პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა;

ვ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება პირდაპირ ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს;

ზ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;

თ) ელექტროენერგიის ექსპორტზე გაფორმებულ პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ამ წესების 145 მუხლის მე-5 პუნქტის პირობა;“; 

ზ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41 . ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია უარი განაცხადოს პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი);

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სარეგისტრაციო განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის მოთხოვნები და ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) დარღვეულია ამ მუხლის 21 ან/და 22 პუნქტის მოთხოვნები;

ე) სარეგისტრაციო განაცხადში ან/და პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა;

ვ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება პირდაპირ ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს;

ზ) პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ასახვა შეუძლებელია პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის ანგარიშსწორების ბაზებში;

თ) თუ პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის პირობა ეწინააღმდეგება ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებს;

ი) პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის პირობები ეწინააღმდეგება ამ წესებით დადგენილ ნორმებს“;

თ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია ეგზავნება პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს და ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი პირდაპირი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (წარმოდგენის დღის ჩაუთვლელად) შესაბამის მხარე(ებ)ს არ გაუგზავნის შეტყობინებას პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის ან უარის შესახებ, პირდაპირი ხელშეკრულება ითვლება შესაბამის უფლებამოსილ პირთან რეგისტრირებულად და ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.“;

ი) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულნი არიან, ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ხელი მოაწერონ რეესტრს, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის ან პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის ცვლილებ(ებ)ის, ასევე ამ წესების მე-10 მუხლის საფუძველზე შეწყვეტილი პირდაპირი ხელშეკრულებების შესახებ ერთიან მონაცემებს. რეესტრის ფორმას ერთობლივად შეიმუშავებენ და ამტკიცებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.“; 

კ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, ასევე მისი ცვლილებებისა და დამატებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან რეგისტრაცია სავალდებულოა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (აგრეთვე მისი ცვლილებები ან დამატებები) კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ, კომისიის შესაბამის აქტთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს.“;

ლ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91 . გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების და განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, ასევე მისი ცვლილებებისა და დამატებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაცია სავალდებულოა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (აგრეთვე მისი ცვლილებები ან დამატებები) კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ, კომისიის შესაბამის აქტთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.“;

მ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-9 მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მოთხოვნები.“;

ნ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კომისიის მიერ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების (მისი ცვლილების ან დამატების) დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ არეგისტრირებს გადაცემის/ დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ან/და განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს (მის ცვლილებას ან დამატებას), ხოლო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი – საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ან/და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს (მის ცვლილებას ან დამატებას).“;

ო) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ან/და განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ან/და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაციის შემდეგ.“;

პ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. შესაბამისი პირი ვალდებულია კომისიის მიერ სტანდარტული პირობების (აგრეთვე მისი ცვლილებების ან დამატებების) დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მისი რეგისტრაცია ამ წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირ(ებ)თან.“;

ჟ) მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის, პირდაპირ ხელშეკრულებაზე მითითება, შესაბამის შემთხვევებში, ასევე გულისხმობს მითითებას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ სახელშეკრულებო განაცხადზე.“.

5. მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები:

„ა) მუხლი 91. ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

„1. ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, გარდა ამ წესების 141 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და მისი დანართების 3 (სამი) დედანის წარდგენა.

3. ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ:

ა) არც ერთი მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობის ნაწილში;

ბ) დარღვეულია ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის მოთხოვნები და ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა.

5. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების მხარეს (კვალიფიციურ საწარმოს) არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.

6. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იმავე პროცედურებს, რასაც ხელშეკრულების რეგისტრაცია.

7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ხელშეკრულების ან ხელშეკრულების ცვლილების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ხელშეკრულების ან ხელშეკრულების ცვლილების ასლი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს;“. 

ბ) მუხლი 92 . ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა

„1. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ხელშეკრულების მხარის (კვალიფიციური საწარმოს) მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს ხელშეკრულების მხარეს (კვალიფიციურ საწარმოს) მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების არც ერთი მხარე ან/და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-91 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს (კვალიფიციურ საწარმოს)ა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე არც ერთი მხარე აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი (გარდა ამ წესების 91 მუხლის საფუძველზე რეგისტრირებული ხელშეკრულებისა) სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე ან/ და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტით და 41 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტა იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარე აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია ასევე ეგზავნება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს.’;

ვ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის პირდაპირ ხელშეკრულებაზე მითითება, შესაბამის შემთხვევებში, ასევე გულისხმობს მითითებას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ სახელშეკრულებო განაცხადზე.“;

8. 91 მუხლის საფუძველზე რეგისტრირებული ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტა ხორციელდება ამ წესების 92 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

 7. მე-101 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპროექტო კომპანიის მიერ დადებული პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე, პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე), ასევე ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე სავალდებულოა წინარე რეგისტრაციისთვის ერთდროულად წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე, ასეთის ცალკე გაფორმების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრირდება განმასხვავებელი ნუმერაციის გამოყენებით. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ძალაში ვერ შევა, მხოლოდ ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირების შემთხვევაში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინარე რეგისტრაციისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარედგინოს რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე წერილი და შემდეგი დოკუმენტები:

ა) ყველა მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სახელშეკრულებო განაცხადის სამ-სამი დედანი და შესაბამისი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართზე ხელმოწერილი თითო-თითო დედანი;

ბ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უარს აცხადებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციაზე, თუ:

ა) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;

ბ) სარეგისტრაციო განაცხადში ან/და შესაბამის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პირობა, მათ შორის ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები და ვადები;

გ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს;

დ) არ არის განხორციელებული ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურებაზე შესაბამისი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია;“.

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციისთვის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების ყველა მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის ან უარის შესახებ, ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ჩაითვლება შესრულებულად და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს ასეთი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი. წინარე რეგისტრაციის დროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია დამატებით განუსაზღვროს საპროექტო კომპანიას შესატყვისი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის შეძენის პირობები, მათ შორის ნოტარიალურად დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმანის წარმოდგენის პირობა, თუ ხელშეკრულება უცხოენოვანია.“; 

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.“;

ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შეწყვეტს ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციას თუ ხელშეკრულების მხარე – საპროექტო კომპანია აღარ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან/ და თუ საქართველოში შესაბამისი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან შეწყვეტს მოქმედებას.“;

ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია ასევე ეგზავნება ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს.“;

თ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. წინარე რეგისტრაციის მქონე ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ამოქმედებისთვის საჭირო ყველა პირობის დაკმაყოფილების შემდეგ საპროექტო კომპანია ამის თაობაზე სათანადო შეტყობინებას დამადასტურებელი საბუთებით წარუდგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სათანადოდ შევსებულ შესაბამის სახელშეკრულებო განაცხადთან ერთად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ამოწმებს საპროექტო კომპანიის შეტყობინებას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ამოქმედებისთვის ყველა პირობის დაკმაყოფილების მდგომარეობას (მათ შორის ამ წესების მე-9 მუხლის იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც არ მოდიან წინააღმდეგობაში ამ მუხლის პირობებთან), რის შედეგადაც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციისთვის პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ბ) ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მისანიჭებლად შესასრულებელი პირობების გამოვლენის შესახებ.“;

ი) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში საპროექტო კომპანია უფლებამოსილია ხელახლა მიმართოს შეტყობინებით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი შესასრულებელი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.“;

კ) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულნი არიან, წინარე რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ერთმანეთს რეესტრი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შესახებ;

12. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შეწყვეტა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იწვევს წინარე რეგისტრაციის შეწყვეტას.“.

8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „კ.ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ.ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – 2010 წლის შემდეგ აშენებული იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განესაზღვრა ყველაზე მაღალი ტარიფი. ანგარიშსწორების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ გაითვალისწინებს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს იმ საანგარიშო პერიოდის ტარიფს, რომელშიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ჩაუტარდა ტესტირება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე რომელიმე საანგარიშო პერიოდში არ არის განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის კ.ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე წინა საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის კ.ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით. წინა საანგარიშო პერიოდში არ იგულისხმება 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდი.“.

9. 141 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადებისა და ქვეყნის შიდა მოხმარებაში ელექტროენერგიის უკმარისობის ან ელექტროენერგიის ქვეყნის შიდა წარმოებაში სიჭარბის არსებობისას, კვალიფიციურ საწარმოს უფლება აქვს ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ხელშეკრულებები (ცვლილებები) და შესაბამისი განაცხადი წარმოადგინოს არაუგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ისინი ბალანსებით დამტკიცებული მოცულობების ზევით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გაუთვალისწინებელი მიმართულებით ელექტროენერგიის იმპორტის (ექსპორტის) დაწყებამდე 1 სამუშაო დღით ადრე და ამ წესების 91 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულებით (გარდა 91 მუხლის პირველი პუნქტში მოცემული პირობისა). ელექტროენერგიის უკმარისობის ან სიჭარბის ფაქტს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ პრინციპებზე დაყრდნობით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და აქვეყნებს ვებგვერდზე (www.gse.com.ge). აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს და 10 დღეში წარმოადგინოს კორექტირებული ბალანსი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;

7.დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტში მითითებული ხელშეკრულების რეგისტრაცია წარმოშობს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხელშეკრულების ტექნიკური უზრუნველყოფისა და ხელშეკრულების პირობების ტექნიკურ ნაწილში შესრულების ვალდებულებას კანონმდებლობისა ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უცხო ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკურ შემსრულებელთან დადებული შეთანხმების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით პირდაპირ არ რეგულირდება კონკრეტული საკითხი და არ არსებობს შეთანხმება შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ტექნიკურ შემსრულებელთან, ან ეს შეთანხმებაც პირდაპირ არ არეგულირებს კონკრეტულ საკითხს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელმძღვანელობს მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულებით.“;

10. 145 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება შეუძლია იმ კვალიფიციურ საწარმოს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით რეგისტრირებული ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” და „ქ” ქვეპუნქტებში, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულებები იმპორტირებული ან ექსპორტირებული ელექტროენერგიის სრულ მოცულობაზე და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარანტია.

4. თუ იმპორტსა და ექსპორტზე დადებული ხელშეკრულება ან ცვლილება არ ეხება ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებას, დასრულებას, რაოდენობას, ვადას, პირობებს (გარდა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის, დავების განხილვის პირობებისა, აგრეთვე ხელშეკრულების რეკვიზიტების ცვლილებისა) და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხოლო 144 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაცხადით გათვალისწინებული საიმპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ფასის გაზრდას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან მათი სარეგისტრაციოდ წარდგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების ან მასში ცვლილების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში.“. 

11. 1415 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილი მოცულობა აღემატება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამოცხადებულ ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას, ან/და პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი სათანადო წესით რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობ(ებ)ას, ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან, ნათელია, რომ იგი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან ლიკვიდაციის პროცესში, ან/და აქვს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, აგრეთვე თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესების 1416 მუხლის პირველი პუნქტით, ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან არ არის წარმოდგენილი სრულად, ან/და შესაბამის პრეტენდენტს არ აქვს მოპოვებული ამ წესების შესაბამისად საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით ან სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობით სარგებლობის უფლება, განაცხადი ვერ მიიღებს მონაწილეობას განაწილების პროცესში. ამასთან, პრეტენდენტს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიწვიოს (გააუქმოს) წარდგენილი განაცხადი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.“.

12. 1416 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოთხოვნილი მოცულობა დაყოფილი კონკრეტული საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით. მოთხოვნილი მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს გამოქვეყნებულ ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას რომელიმე თვისთვის, ასევე პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილ და სათანადო წესით რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობ(ებ)ას.“.

13. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„თ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეების რეგისტრაცია;

ი) პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან რეგისტრაციას.“;

14. 161 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება, ასევე დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები, ისე რომ შესრულდეს სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;“.

15. მე-20 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები წარმოადგენენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.;

11. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა ხდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, პირდაპირი მომხმარებლების, ექსპორტიორების და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს.“.

16. 361 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – 2010 წლის შემდგომ აშენებული იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განესაზღვრა ყველაზე მაღალი ტარიფი. ანგარიშსწორების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ გაითვალისწინებს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს იმ საანგარიშო პერიოდის ტარიფს, რომელშიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ჩაუტარდა ტესტირება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე რომელიმე საანგარიშო პერიოდში არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე წინა საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით. წინა საანგარიშო პერიოდში არ იგულისხმება 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდი.“.

17. 362 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – 2010 წლის შემდგომ აშენებული იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განესაზღვრა ყველაზე მაღალი ტარიფი, მაგრამ არაუმეტეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ფასისა. ანგარიშსწორების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ გაითვალისწინებს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს იმ საანგარიშო პერიოდის ტარიფს, რომელშიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ჩაუტარდა ტესტირება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე რომელიმე საანგარიშო პერიოდში არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს წინა საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული ამ მუხლის მე-2  პუნქტის „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით. წინა საანგარიშო პერიოდში არ იგულისხმება 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდი.“.

18. დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე მუხლი:

„მუხლი 54. პირდაპირი ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის შესახებ

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2024 წლის 31 მაისამდე, უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის მომზადება და გამართვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი