თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016616
08
27/03/2024
ვებგვერდი, 28/03/2024
010250050.35.163.016616
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2024 წლის 27 მარტი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.  შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/06/2022; 010250050.35.163.016567).
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №10 დადგენილებით დამტკიცებულ,  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 და №8 მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0.70 ლარით.

2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N10 დადგენილებით დამტკიცებულ,  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №9, №10 და №11  მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1.00 ლარით.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.40 ლარით მგზავრობის უფლება მიეცეთ:

1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ პენსიონერებს;

2. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;

3. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

4. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

5. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

6. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

7. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

8. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

9. თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარებს;

10. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.“.

3. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2-21 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

2. თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურს“ (ს/ნ 431439516) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.“.

4. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული (გარდა მოსწავლისა და სტუდენტისა) შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად, მსურველის მიერ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული პირების მიერ (გარდა მოსწავლისა და სტუდენტისა), რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ყოველწლიურად.

3. მოსწავლისა და სტუდენტის ბარათის მისაღებად, შესაბამისმა პირმა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიმართოს მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტს (ბარათის გამცემი).

4.  მოსწავლისა და სტუდენტის სტატუსის შემოწმებას ახორციელებს მომსახურების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ურთიერთანამშრომლობის გზით, მათ მიერ შეთანხმებული ფორმითა და პირობებით.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი