„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 76/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 240090000.18.011.016843
76/04
01/04/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
240090000.18.011.016843
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №76/04

2024 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240090000.18.011.016501) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„4. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემის, რეგისტაციის, აღიარების ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს განმცხადებელს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი. თუ ეროვნული ბანკი ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება. თუ ეროვნული ბანკი ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის/აღიარების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაციის/აღიარების შესახებ განაცხადი დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლება.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა