„საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №169/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 78/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300060000.18.011.016845
78/04
01/04/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
300060000.18.011.016845
„საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №169/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №78/04

2024 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №169/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №169/01 ბრძანებით (სსმ, 171, 30/12/2010) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს ლიცენზიის მაძიებელს ამის თაობაზე.“.     

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საფონდო ბირჟის ლიცენზირების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა